ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

რევმატოიდული ფაქტორი

ცნობილი როგორც:რევმატოიდული ფაქტორი IgM
SKU: 1379

42.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

რევმატოიდული ფაქტორი (RF) არის ავტოანტისხეული, რომლის განსაზღვრა გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკისა და შეფასების პროცესში. მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ასევე სხვა აუტოიმუნურ, ანთებით ან ინფექციურ მდგომარეობებთან, ამიტომ შედეგის ინტერპრეტაცია საჭიროა კლინიკურ მონაცემებთან ერთად.

 

რევმატოიდული ფაქტორი

(RF) არის აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფი  რომელმაც შეიცვალა თავისი თვისებები ვირუსის ან სხვა აგენტის ზემოქმედების ქვეშ. ისინი, როგორც წესი, IgM ანტისხეულებია, მაგრამ შეიძლება წარმოადგენდნენ IgG და IgA ანტისხეულებსაც.

RFსინთეზირდება სინოვიალური მემბრანის პლაზმური უჯრედების მიერ. აუტოანტისხეულებს შეუძლიათ შექმნან იმუნური კომპლექსები როგორც კომპლემენტის სისტემის ცილებთან, ასევე სხვა ცილებთან ერთად. სინოვიალურ სითხეში მოხვედრისას აუტოანტისხეულები ფაგოციტირდებიან და ნადგურდებიან ნეიტროფილების მიერ, რაც აინდუცირებს ანთებითი მედიატორების გამოყოფას, რომლებიც აზიანებენ სახსრის ქსოვილს.

აუტოანტისხეულებს შეუძლიათ ასევე წარმოქმნან დიდი ცილოვანი კომპლექსები, რომლებიც ვერ ფაგოციტირდებიან და შედეგად დეპონირდებიან სისხლძარღვების ირგვლივ, უჯრედშორის სივრცეში, რაც იწვევს ანთებითი რეაქციის – ვასკულიტის – განვითარებას.

RF არ მონაწილეობს რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი ანთებითი პროცესის ინიცირებაში, თუმცა, სავარაუდოდ, განაპირობებს პროცესის გამწვავებას და მდგრადობას.

RFორგანიზმში შეიძლება გამოჩნდეს დაავადების დაწყებამდე და ზოგჯერ დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე წლით ადრე.

RF არსებობა/არარსებობის მიხედვით, რევმატოიდული ართრიტი იყოფა 2 კატეგორიად: სეროპოზიტიური ან სერონეგატიური. რევმატოიდული ართრიტის მქონე სეროპოზიტიურ პაციენტებში ეროზიული ართრიტის განვითარების რისკი, სახსრების ფუნქციის დაკარგვითა და სახსარგარე გამოვლინებებით, რამდენჯერმე მეტია სერონეგატიურ პაციენტებთან შედარებით.

 

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • რევმატოიდული ართრიტი
  • სახსრების ანთებითი დაავადებების დიფერენციალური დიაგნოზი და პროგნოზი
  • აუტოიმუნური დაავადებები
  • II ტიპის შერეული კრიოგლობულინემიის ან სიოგრენის სინდრომის დიფერენციალური დიაგნოზი, სიოგრენის სინდრომის მქონე პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი (რევმატოიდული ფაქტორის გაქრობა შეიძლება მიანიშნებდეს ლიმფომის განვითარებაზე)
  • ქრონიკული ანთებითი დაავადებები

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

RF-ის დონე იზრდება:

  • რევმატოიდული ართრიტი (ჩვეულებრივ მაღალი ტიტრი)
  • შერეული კრიოგლობულინემია (შემთხვევების 70-100%-ში)
  • სიოგრენის სინდრომი (შემთხვევების 75-90%-ში)
  • შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (შემთხვევების 50-60%-ში)
  • სისტემური წითელი მგლურა (შემთხვევების 20-35%-ში)
  • სკლეროდერმია (შემთხვევების 20-30%-ში)
  • იუვენილური ართრიტი (შემთხვევების 15-25%-ში)
  • სისტემური ვასკულიტი (შემთხვევების 5-20%-ში)
  • პოლიმიოზიტი (შემთხვევების 5-10%-ში)
  • ჰიპერმგრძნობიარე ვასკულიტი (შემთხვევების 5-15%-ში)
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფექციები (ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, სალმონელოზი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, სიფილისი, ყბაყურა, წითურა, გრიპი, ქრონიკული ჰეპატიტი, პარაზიტული ინფექციები)
  • ფილტვის დაავადებები (სარკოიდოზი, ინტერსტიციული ფიბროზი, სილიკოზი, აზბესტოზი)
  • პირველადი ბილიარული ციროზი
  • ავთვისებიანი ნეოპლაზმები (განსაკუთრებით ლეიკემია და მსხვილი ნაწლავის კიბო)

საცნობარო მნიშვნელობები

აივ-დადებითი პაციენტები არიან სერონეგატიური ართრიტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, სახსრების ფუნქციის დაკარგვით და სახსარგარე გამოვლინებებით, როგორიცაა რევმატოიდული კვანძები, ფილტვის დაავადება, ვასკულიტი, ფელტის სინდრომი (ნეიტროპენია და სპლენომეგალია, ასოცირებული რევმატოიდულ ართრიტთან).

RF არ არის სპეციფიური აუტოანტისხეული მხოლოდ რევმატოიდული ართრიტისთვის და განისაზღვრება შემაერთებელი ქსოვილის სხვა დაავადებების და ზოგიერთი ქრონიკული ინფექციის (ენდოკარდიტი, ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი) დროსაც.

 

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
powered by Google
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button