ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾510.00
ქვანტიფერონის ტესტი წარმოადგენს სისხლის ტესტს, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის როგორც ლატენტური, ასევე აქტიური ფორმების დიაგნოსტიკისათვის.
ტესტი ზომავს უჯრედული იმუნური პასუხის ინტენსივობას ESAT-6 და CFP-10 პროტეინების მსგავსი ანტიგენების მიმართ (ESAT-6 და CFP-10 წარმოიქმნება მიკობაქტერიების მიერ). მიკობაქტერიებით ინფიცირებულ ადამიანებს, ჩვეულებრივ, სისხლში აქვთ T ლიმფოციტები, რომლებიც ცნობენ ამ ანტიგენებს (ESAT-6 და CFP-10). ამოცნობის პროცესი მოიცავს ციტოკინების, განსაკუთრებით γ-ინტერფერონის წარმოქმნას და განთავისუფლებას, რაც შეიძლება გამოვლინდეს და რაოდენობრივად განისაზღვროს ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით (ELISA).
ტუბერკულინის ტესტისგან განსხვავებით, ქვანტიფერონის ტესტის შედეგებზე გავლენას არ ახდენს BCG ვაქცინაცია და მასზე ნაკლებად მოქმედებენ არატუბერკულოზური მიკობაქტერიული ინფექციები. გარდა ამისა, ქვანტიფერონის ტესტის დროს არ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის გვერდითი მოვლენები. მისი შედეგები გაცილებით ობიექტურია – წაკითხვისა და ინტერპრეტაციის შეცდომების გარეშე.
ტუბერკულოზი არის გადამდები რესპირატორული ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია მიკობაქტერიებით, რომლებიც სამი ტიპისაა: Mycobaterium tuberculosis (ყველაზე გავრცელებული), M. bovis და M. africanum.
ტუბერკულოზის ინფექცია მოიცავს როგორც აქტიურ, ასევე ლატენტურ ფორმებს. ლატენტური ტუბერკულოზი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექციის გამომწვევია M. tuberculosis და ორგანიზმის იმუნური სისტემა აკონტროლებს და ზღუდავს ინფექციას, მაგრამ ვერ ახერხებს მის აღმოფხვრას.
დადგენილია, რომ ლატენტური ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 10% სიცოცხლის განმავლობაში გადადის აქტიურ ფორმაში. ლატენტური ინფექციის რეაქტივაციის მიზეზები მოიცავს აივ ინფექციას, TNFα ანტაგონისტებით მკურნალობას და სხვ. ამ მიზეზით, ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინფექციის რეაქტივაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებში.
ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს აქტიურ ფორმაში პროგრესირების რისკი.
ქვანტიფერონის ტესტი ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
კვლევა რეკომენდირებულია ექიმის რჩევით ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა: სისუსტე და დაღლილობა, დაბალი ხარისხის ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონაში კლება, გახანგრძლივებული ხველა სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ნახველით.
შენიშვნა: ქვანტიფერონი ცვლის ტუბერკულინის ტესტს და ამიტომ ორივე ტესტი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად.
ტესტირებამდე სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა შეწყდეს იმუნოსუპრესიული თერაპია.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
უარყოფითი შედეგი:
მოცემულ პირობებში შეიძლება გამოირიცხოს Mycobacterium tuberculosis-ით ინფექცია. თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული აივ ინფექცია ან სხვა მძიმე იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით მკურნალობა, ლიმფომა, ზოგიერთი სიმსივნე, დიაბეტი, სილიკოზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა), გასათვალისწინებელია მიმდინარე იმუნური სტატუსი.
უარყოფითი შედეგი იმ ადამიანებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჰქონდათ კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულთან, უნდა დადასტურდეს ახალი ტესტით, კონტაქტიდან 6-8 კვირის შემდეგ.
დადებითი შედეგი:
დადებითი შედეგი მიუთითებს M. tuberculosis-ით ინფექციაზე. უმეტეს შემთხვევაში, ამ ტესტით შეუძლებელია ლატენტური და აქტიური ინფექციის დიფერენცირება.
აქტიურ ტუბერკულოზზე კლინიკური ეჭვის შემთხვევაში შესაძლებელია მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკის (მიკროსკოპია, ბაქტერიოლოგია) და მოლეკულური ბიოლოგიის ყველა მეთოდის გამოყენება.
გაურკვეველი შედეგი:
თუ ნიმუში შეგროვდა და ტრანსპორტირდა შესაბამის პირობებში და გვაქვს გაურკვეველი შედეგი, ეს სავარაუდოდ მიუთითებს მძიმე იმუნოსუპრესიაზე, რომელიც გამოწვეულია შიდსით, სხვა მძიმე დაავადებით ან იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით (მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდები, TNFα ანტაგონისტები, ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებული მედიკამენტები).
ტესტის პროგნოზული ღირებულება დამოკიდებულია ტუბერკულოზის გავრცელებაზე საკვლევ პოპულაციაში. ტესტის შედეგი უნდა ინტერპრეტირდეს პაციენტის კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ კონტექსტში. იშვიათად შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგის მიღება არატუბერკულოზური მიკობაქტერიებით (M. kansasii, M. szulgai და M. Marinum) ინფიცირებულ პაციენტებში.
რესურსები
https://www.synevo.bg/quantiferon-tuberkuloza/
https://www.synevo.ro/shop/quantiferon-tbc-test/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია