ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾180.00
პროკალციტონინი (PCT) არის პოლიპეპტიდი, რომელიც წარმოადგენს კალციტონინის არააქტიურ წინამორბედს. ჩვეულებრივ, PCT წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის C უჯრედებში პრეპროკალციტონინისგან, კალციუმ-დამოკიდებული ფაქტორების გავლენით. ჯანმრთელ ინდივიდებში, PCT სრულად გარდაიქმნება კალციტონინად და პრაქტიკულად არ გადადის სისხლში. ახალშობილობის ადრეულ პერიოდში, PCT დონის მატება ნორმალურია.
მწვავე ბაქტერიული ინფექციების და სეფსისის დროს, ენდოტოქსინების მასიური წარმოქმნა, პროტეინური ციტოკინების (IL-6 და TNF-α) დონის მომატება იწვევს PCT სინთეზის ზრდას, არა მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალში, არამედ ექსტრათირეოიდულად: პირველ რიგში, ლეიკოციტებში, მონოციტებში, აგრეთვე ფილტვების, ნაწლავების და ღვიძლის ნეიროენდოკრინულ უჯრედებში. ყოველივე ეს იწვევს PCT-ის დონის სწრაფ და მკვეთრ მატებას (პათოლოგიური პროცესის გავრცელებიდან უკვე 6-12 საათში), კალციტონინის დონის შენარჩუნების ფონზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ PCT-ს დონე იზრდება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის (სეფსისის) გავრცელებისას და ასახავს მის სიმძიმეს, ლოკალური პროცესები არ იწვევს დონის მატებას. ამრიგად, სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რაოდენობის მომატებას, არამედ ზრდის ტემპს და პროკალციტონინის დონის დინამიკას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ PCT-ის ზრდა არ ხდება სოკოვანი და ვირუსული ინფექციის, ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების დროს, რაც დიფერენციალური დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.
PCT-ის ნახევარდაშლის პერიოდი 25-30 საათს შეადგენს, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის მარკერად (წარმატებული ქირურგიული მკურნალობის ან ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, პროკალციტონინის დონე სისხლში სწრაფად მცირდება, დღეში 30-50%-ით). მეორეს მხრივ, პროკალციტონინის დონის მუდმივი მატებით, 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა მკურნალობის კორექტირება. თუ მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება პროკალციტონინის დონის სწრაფი ვარდნა, დაავადების პროგნოზი საეჭვოა. მუდმივად მზარდი PCT მაჩვენებლები მიუთითებს დაავადების ცუდ პროგნოზზე. მწვავე პანკრეატიტის დროს, PCT არის დაავადების სიმძიმისა და ინფექციური გართულებების მაჩვენებელი. ზოგიერთი ავტორის აზრით, პროკალციტონინის დონის მატება 1.8 ნგ / მლ ზემოთ მიუთითებს ინფექციური გართულებების განვითარებაზე (მგრძნობელობა – 80–95%, სპეციფიურობა – 88–93%).
პროკალციტონინის ტესტი ინფორმატიულია შემდეგ შემთხვევებში:
ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.
ვენური სისხლი
პირველადი დიაგნოზის დროს ფასდება ზრდისა და ზრდის დინამიკის არსებობა, ხოლო მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად – პროკალციტონინის დონის ნორმალიზების, კლების დინამიკის პერიოდის და ნორმალური დონის შენარჩუნების მონიტორინგი.
პროკალციტოტნინის დონის მომატება:
არსებობს კლინიკური მდგომარეობები, როდესაც პროკალციტონინის დონე მაღალია მიუხედავად ინფექციის არარსებობისა:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |