პოსტკოვიდ მონიტორინგი & ბინაზე მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

96.30

ზოგადი ინფორმაცია

“COVID-19” ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლის შედედების სისტემის პათოლოგია და თრომბოემბოლია, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ საჭირო პარამეტრები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

„სინევოს“ ლაბორატორიულ ქსელში შესაძლებელია ერთი ტესტით – პროფილური კვლევა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი“ – ჩაიტაროთ ოთხი ძირითადი ანალიზი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ინფექციის მიმდინარეობის, სისხლის უჯრედული რეაქციისა და შედედების სისტემის მდგომარეობის შესახებ.

პროფილური კვლევა მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:

  • სისხლის საერთო ანალიზი + ედსი;
  • სრული კოაგულოგრამა: პროთრომბინის დრო (წმ); პროთრომბინის დრო (%); საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR); აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (aPTT),ფიბრინოგენი.
  • D-დიმერი;
  • C რეაქტიული ცილა (CRP).

მოცემული ფასი მოქმედებს მხოლოდ ბათუმსა და თბილისში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

„კოვიდ-19“ ინფექციის ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან პროფილის ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

5/5 (2 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button