ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾70.00
ფადიატოპი ინფანტი განკუთვნილია 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოიცავს ისეთი კვებითი და საინჰალაციო ანტიგენების მიმართ განვითარებული IgE ანტისხეულების გამოვლენას, როგორიცაა: ქათმის კვერცხი, ძროხის რძე, მიწისთხილი, კრევეტები, კატის ბეწვი და ეპითელიუმი, ძაღლის ბეწვი, ოთახის მტვრის ტკიპა, ვერცხლისფერი ნაძვი, ამბროზია, კედლისპირა.
ალერგიული პროცესისთვის დამახასიათებელი მინიმუმ ერთი სიმპტომის არსებობისას (რინიტი, ცხვირიდან ჩამონადენი, კანისა და ლორწოვანების ქავილი, ცემინება), რომლის ხანგრძლივობა 4 კვირა და მეტია, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება (საჭიროების მიხედვით გამოიყენება ალერგიული პანელებიც და ინდივიდუალური ტესტები ალეგენებზე). კვლევის ჩატარებას აზრი აქვს სიმპტომების არსებობისას და დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის. ფადიატოპი-ინფანტის ტესტის სენსიტიურობის და სპეციფიურობის მაჩვენებელი 96,5-98,5%.
ტესტი საშუალებას იძლევა ატოპიური (ალერგიული) დერმატიტის დიფერენცირება მოვახდინოთ სხვა დერმატიტებისგან.
ფადიატოპის და ფადიატოპი ინფანტის პოზიტიური პასუხი მიუთითებს, რომ ადამიანი ალერგიულია მოცემული ალერგენების ნარევის მინიმუმ ერთ კომპონენტზე. თუმცა, როდესაც ალერგენთან კონტაქტი წყდება სპეციფიკური IgE კონცენტრაცია კვლავ მცირდება, შესაბამისად ნეგატიური პასუხი არ გამორიცხავს ალერგიას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |