
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾80.00
ტესტიგამოიყენება მწვავე ან ახლადგადატანილი ინფექციის დასადგენად. IgM ანტისხეულები, როგორც წესი, ინფიცირებიდან 10–14 დღის შემდეგ ჩნდება, პიკს აღწევს რამდენიმე კვირაში და უმეტეს შემთხვევაში 2–3 თვის განმავლობაში ქრება.
პარვოვირუსი B19 Parvoviridae-ს ოჯახის წარმომადგენელია. გამრავლებისთვის მათ ესაჭიროება აქტიურად გაყოფადი უჯრედები, ამიტომ, ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი ბინადრობს და მრავლდება ადამიანის ერითროციტების წინამორბედ უჯრედებში – ძვლის ტვინში. უჯრედების ინფიცირების რისკი იზრდება დიფერენცირების ხარისხთან ერთად.
B19 ვირუსის ციტოტოქსიური ეფექტი ვლინდება უჯრედში არასტრუქტურირებული ცილების სინთეზით. ინფიცირებული ერითრობლასტური კოლონიები შეიცავს დიდი ზომის პრონორმობლასტებს, მოუმწიფებელი ქრომატინით, ციტოპლაზმური ვაკუოლიზაციით და დიდი ზომის ბირთვით.
პარვოვირუსული ინფექცია ხშირია ბავშვებში. ინფექციის განვითარება შესაძლებელია ზრდასრულებშიც.
ვირუსის გადაცემა ხდება უპირატესად რესპირატორული გზით. ინფექციის პირდაპირი გზით გადაცემა ხშირია სკოლებში, თავშეყრის სხვადასხვა ადგილებსა და საავადმყოფოებში. ინფიცირება შესაძლებელია სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმის გზითაც.
დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე პაციენტებში ვირემია ვლინდება ქრონიკული აპლაზიური ანემიით, რომელსაც ასევე ემატება ღვიძლის დაზიანება, რესპირატორული დარღვევები და მიოკარდიტი.
ორსულობის პროცესში პარვოვირუსული ინფექცია ტრანსპლაცენტური გზით ნაყოფს გადაეცემა (შემთხვევათა 25%). რადგან გესტაციის 20 კვირამდე ნაყოფის ერითროციტების სასიცოცხლო ციკლი ხანმოკლეა და იმუნური რეაქციაც ვერ ვითარდება, არსებობს მწვავე ანემიის და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის განვიტარების რისკი.
მეორე ტრიმესტრში განვითარებული პარვოვირუსული ინფექცია ნაყოფის წყალმანკს იწვევს, რაც ნაყოფის სიკვდილით მთავრდება.
IgM ანტისხეულები ვითარდება დსნებოვნებიდან 10-12 დღეში, ხოლო IgG ანტისხეულების განვითარებას დაახლოებით 2 კვირა ჭირდება.
IgM ანტისხეულები სისხლში რჩება ინფექციის დაგატანიდან რამდენიმე თვის მანძილზე. IgG რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე და ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში მისი ტიტრი იზრდება.
ქრონიკული პარვოვორუსული ინფექციის განვითარება იმუნოსუპრესიის შედეგია, როდესაც იმუნური სისტემა საკმარის ანტისხეულებს ვერ წარმოქმნის.
პაციენტის მომზადება:კვლევა არ საჭიროებს პაციენტის წინასწარ მომზადებას.
საკვლევი მასალა:ვენური სისხლი
პარვოვირუსი B19 უმეტეს შემთხვევაში მსუბუქ ინფექციას იწვევს, თუმცა გარკვეულ ჯგუფებში შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს:
ანტისხეულების განსაზღვრის ნეგატიური შედეგები არ გამორიცხავს პარვოვირუსულ ინფექციას. ცრუ-უარყოფითი შედეგი ხშირია დაავადების დასაწყის სტადიაზე, ანტისხეულების გამოჩენამდე.
პაციენტებში რომელტაც აქვთ იმუნოსუპრესია, ხშირად ტესტის შედეგების ინტერპრეტირება გართულებულია.
IgM ანტისხეულების ცრუ დადებითი შედეგის არსებობა შეიძლება ეპშტეინ ბარის ვირუსმა გამოიყვიოს.
გახანგრძლივებული პარვოვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა, მხოლოდ სეროლოგიურ მონაცემებს არ უნდა ეყრდნობოდეს, არამედ საჭიროა პჯრ კვლევა და სისხლში ვირუსის დნმ-ის გამოვლენა
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
