ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾95.00
ადისონ-ბირმერის დაავადება (პერნიციოზული ანემია) ქრონიკული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს მეგალობლასტური ანემია და კუჭის ლორწოვანისა და ნერვული სისტემის უჯრედების დეგენერაციული დაზიანებები. ამ მდგომარეობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევა ნაწლავიდან, შინაგანი ფაქტორის არარსებობის გამო, რასაც აუტოიმუნური ფონი უდევს საფუძვლად.
ადამიანებში B12 ვიტამინის შეწოვა დაკავშირებულია შინაგანი ფაქტორის არსებობასთან. ეს გლიკოპროტეინია, რომელიც წარმოიქმნება კუჭის ძირის პარიესული უჯრედების მიერ. შინაგანი ფაქტორი უკავშირდება ვიტამინ B12 და უზრუნველყოფს წვრილი ნაწლავის, კერძოდ კი თეძოს ნაწლავის მიერ მის შეწოვას.
გარდა გასტრიტისა, მეგალობლასტური პერნიციოზული ანემიის განვიტარების მიზეზი შესაძლოა იყოს კუჭის პარიესული უჯრედების საწინააღმდეგო ანტისხეულები. ეს აუტო-ანტისხეულები აღმოჩენილია პერნიციოზული ანემიით ავადმყოფთა 90%-ში.
აუტო-ანტისხეულები ურთიერთქმედებს წყალბად/კალიუმის-ATP-აზასთან,(ფერმენტთან, რომელიც პარიესული უჯრედების მემბრანაზეა განლაგებული) და იწვევს აუტოიმუნურ ანთებას, რასაც მოსდევს კუჭის პარიესული უჯრედების დესტრუქცია, მათ მიერ შინაგანი ფაქტორის გამომუშავების შემცირება და შედეგად კუჭ-ნაწლავიდან B12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითებაც.
პერნიციოზული ანემიისას
B12 ვიტამინის დეფიციტის აუტოიმუნური ბუნების დასადასტურებლად
მეგალობლასტური ანემიის დროს
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: პარიეტული უჯრედების საწინააღმდეგო ანტისხეულები ნორმაში ნეგატიურია.
პოზიტიური პასუხი მიუთითებს კუჭის ანტიპარიესული IgG ანტისხეულების არსებობაზე და ადასტურებს ეჭვს პერნიციოზული ანემიის, ან თანმხლები აუტოიმუნური პროცესის არსებობაზე. აუტოანტისხეულების არსებობა დადასტურებულია პერნიციოზული ანემიით პაციენტთა 90%-შ და მათი პირველი რიგის ნათესავების 30%-ში.
კუჭის პარიესული უჯრედების საწინააღმდეგო ანუტო-ანტისხეულები აღმოჩენილია სხვა აუტოიმუნური დაავადებების დროსაც, როგორებიცაა: ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, მიასთენია გრავის, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ბუდობრივი ალოპეცია, ვიტილიგო და სხვა.
სისხლის შრატში ანტიპარიეტული აუტო-ანტისხეულების ტიტრი არაა კორელაციაში დაავადების იმდინარეობის სიმძიმესთან პაციენტებში ქრონიკული აუტოიმუნური გასტრიტით, ან სხვა აუტოიმუნური დაავადებებით.
ასაკის მატებასთან ერთად ამ ანტისხეულების არსებობა იზრდება ჯანსაღ პოპულაციაშიც. ანტისხეულების უარყოფითი ტიტრი არ გამორიცხავს პერნიციოზულ ანემიას ან აუტოიმუნურ დაავადებებს.
მოცირკულირე იმუნურმა კომპლექსებმა, შესაძლოა მოგვცეს ცრუ-დადებითი პასუხი ანტიპარიეტულ ანტისხეულებზე.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |