
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾95.00
პარაგრიპის ვირუსი სეროტიპი 2 — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სეროტიპი, რომელიც ხშირად იწვევს რესპირატორულ ინფექციებს ბავშვებში და მოზრდილებში.
ადამიანის პარაგრიპის ვირუსი ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსია, რომელიც განეკუთვნება პარამიქსოვირუსების ოჯახს. ის კლასიფიცირდება 4 სეროლოგიურ ტიპად – HPIV-1, HPIV-2, HPIV-3 და HPIV-4.
საკვლევი მასალა:ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება:არ არის საჭირო
გამოიყენება რესპირატორული ინფექციების დიფერენცირებისთვის.
ეხმარება ექიმს განსაზღვროს ინფექციის სტადია
მნიშვნელოვანია იმუნიტეტის მონიტორინგში ვაქცინაციის ან გადატანილი დაავადების შემდეგ
ინფექციის გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი არ ყალიბდება, ამიტომ არსებობს განმეორებითი ინფიცირების შესაძლებლობა. განმეორებითი პროცესი საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და ხშირად მკურნალობის გარეშეც თვითლიმიტირდება.
პარაგრიპის ვირუსი ბავშვთა და მოზრდილთა რესპირატორული ინფექციების გავრცელებული მიზეზია, რომელიც მრავალფეროვან კლინიკურ გამოვლინებებს იწვევს, როგორიცაა: შემცივნება, კრუპი, ბრონქიოლიტი, პნევმონია.
იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში, ხანდაზმულ ადამიანებში ან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინფექციამ შესაძლოა განიცადოს პროგრესირება, რაც ასეთ პაციენტებში სიცოცხლისათვის საშიში შედეგებით შეიძლება დასრულდეს. პარაგრიპის ვირუსი იწვევს როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქი გზების ანთებას. ის სიკვდილიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.
ვირუსის გავრცელება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით – დაავადებული ადამიანის ნერწყვის წვეთების, ცეიმნება-ხველების ან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით, დასნებოვნებულ ზედაპირებთან და ნივთებთან.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
