
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾225.00
ონკონეირონული ანტისხეულები (Hu, Yo, Ri, CV2, Amphiphysin, Ma2/Ta) — პარანეოპლასტური ნევროლოგიური სინდრომების დიაგნოსტიკაში გამოყენებული ბიომარკერებია. ისინი წარმოიქმნება იმუნური სისტემის მიერ, როდესაც ორგანიზმი რეაგირებს სიმსივნურ უჯრედებზე, მაგრამ ანტისხეულები ასევე აზიანებენ ნერვულ ქსოვილს. ონკონეირონული ანტისხეულები აუტოანტისხეულების სპეციფიკური კლასია, რომლებიც კავშირშია პარანეოპლაზიურ ნევროლოგიურ სინდრომებთან.
პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომები კლინიკური ნევროლოგიური მდგომარეობებია, რომლებიც თან ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს, მაგრამ სიმსივნით ან მისი მეტასტაზებით არ არის გამოწვეული. პარანეოპლაზიური სინდრომები ასევე არ უკავშირდება სისხლძარღვოვან ან ინფექციურ პროცესებს და არ არის გამოწვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტებით. ეს სინდრომები ეფუძნება იმუნოლოგიურ მექანიზმებს.
სიმსივნის სხვადასხვა ტიპის უჯრედებს სხვადასხვა ტიპის ანტიგენები გააჩნია,რის შესაბამისადაც ხდება სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნა. ეს ანტისხეულები ჯვარედინად რეაგირებს ნერვული სისტემის იდენტურ ანტიგენებთან და პარანეოპლაზიური სინდრომის განვითარებას იწვევს.
პაციენტის მომზადება –არ არის საჭირო
საკვლევი მასალა –ვენური სისხლი
პარანეოპლაზიური სინდრომი გვხვდება ნეოპლაზიების შემთხვევათა 15%-ში, ძირითადად დაკავშირებულია შემდეგ მდგომარეობებთან:
კვლევის პოზიტიური შედეგი ადასტურებს სპეციფიკური ანტისხეულების არსებობას პაციენტის შრატში.
ორაზროვანი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ აუტოანტისხეულების არსებობა შრატში საეჭვოა. პაციენტის კლინიკური მონაცემების შესაბამისად, კვლევა შესაძლოა განმეორდეს 1-2 თვეში
უარყოფითი შედეგი მიუთითებს პაციენტის შრატში სპეციფიკური აუტოანტისხეულების არარსებობაზე
ანტინეირონული ანტისხეულების აღმოჩენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარანეოპლაზიური სინდრომით დაავადებულ პაციენტთა 2/3-ს აღენიშნება სპეციფიკური აუტოანტისხეულები.
ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციები არამარტო მიუთითებს პარანეოპლაზიურ წარმოშობაზე შემთხვევათა თითქმის 100%-ში, არამედ, დაკავშირებულია კონკრეტული ტიპის სიმსივნეებთან. შესაბამისად, ანტინეირონული აუტოანტისხეულების აღმოჩენა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს კონკრეტული ტიპის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტიკაში.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
