ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ნეისერია გონორეას დნმ | პჯრ (შარდი, საშოს და ურეთრის ნაცხი)

ცნობილი როგორც:ნეისერია გონორეას დნმ | პჯრ (შარდი, საშოს და ურეთრის ნაცხი)
SKU: 332

350.00

საკვლევი მასალა: შარდი, საშოს და ურეთრის ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კვლევისთვის საშოს ნაცხის აღება შესაძლებელია:

 

“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1, ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 10:30-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46 ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 09:00-14:00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – პარასკევს

გონოკოკური ინფექცია (გონორეა) არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიით – Neisseria gonorrhoeae. ევროპაში გონორეა სიხშირით მეორე ადგილზეა (ქლამიდიური ინფექციის შემდეგ), მაგრამ ჭეშმარიტი გავრცელება უცნობია ასიმპტომური ფორმების შედარებით მაღალი პროცენტის გამო. ცნობილია, რომ გონორეას დიაგნოზი 3-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში (ეს ნაწილობრივ განპირობებულია უფრო ნათელი კლინიკური სურათით და დროული დიაგნოსტიკით).

გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივი კონტაქტია, იშვიათ შემთხვევებში გადაცემა შესაძლებელია პირადი ჰიგიენური საშუალებებით და ინტრანატალურად, სამშობიარო არხში გავლისას.

ამჟამად გონოკოკური ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად რჩება მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი  იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით (96%-ზე მეტი) N. gonorrhoeae-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • Neisseria gonorrhoeae-ის გამორიცხვა, როგორც ურეთრიტის, ვაგინიტის, ცერვიციტის კლინიკის გამომწვევი მიზეზი ქალებში;
  • Neisseria gonorrhoeae-ის გამორიცხვა, როგორც ურეთრიტის, ეპიდიდიმიტის, ორქიტის კლინიკის გამომწვევი მიზეზი მამაკაცებში;
  • Neisseria gonorrhoeae-ის გამორიცხვა ტრიქომონიაზის და სხვა სგგი-ის დიაგნოზის დროს;
  • Neisseria gonorrhoeae-ის გამორიცხვა უნაყოფობის ყველა შემთხვევაში (კაცები და ქალები);
  • ახალშობილში კონიუნქტივიტის არსებობა გულისხმობს როგორც ახალშობილის, ასევე დედის გამოკვლევას;
  • კონიუნქტივიტი მოზრდილებში;
  • პროქტიტის კლინიკა;
  • უცნობი ეტიოლოგიის ფარინგიტი;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი (მკურნალობის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირისა).

მამაკაცებში ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:

  • წვა და დისკომფორტი შარდვისას, სიწითლე;
  • ტკივილი, სიმძიმე და დისკომფორტი სათესლე ჯირკვლებში;
  • გენიტალური გამონადენი.

ქალებში ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:

  • ტკივილი შარდვის დროს;
  • ვაგინალური გამონადენი;
  • სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ, ასევე რეგულარულ მენსტრუალურ პერიოდებს შორის;
  • მუცლის და მენჯის ტკივილი;

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საკვლევ მასალაში გამოვლენილია Neisseria gonorrhoeae:

Neisseria gonorrhoeae არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.

საკვლევ მასალაში Neisseria gonorrhoeae არ ვლინდება:

  • ინფექცია არ აღინიშნება;
  • საკვლევ მასალაში ვერ ხდება Neisseria gonorrhoeae-ის დეტექცია;
  • პათოგენის მცირე რაოდენობა (მისი დონე ანალიტიკური მგრძნობელობის ქვემოთაა);
  • ცრუ-უარყოფითი შედეგი საკვლევ მასალაში პჯრ ტესტის ინჰიბიტორების არსებობისას.

დამატებითი ინფორმაცია

Neisseria gonorrhoeae-ს ახასიათებს ტროპიზმი საშოს, ურეთრის, ენდოცერვიკალური არხის, სწორი ნაწლავის, ხორხის, კონიუნქტივის ეპითელიუმის მიმართ. ბაქტერიემიის შედეგად (ვლინდება შემთხვევების 1%-ზე ნაკლებში) შესაძლებელია განვითარდეს პერიტონეალური ანთება. ინფექციის გადატანა უსიმპტომოდ, რაც ხელს უწყობს გართულებების განვითარებას მკურნალობის არარსებობის გამო, დამახასიათებელია ქალების 50-90%-თვის და მამაკაცების 10%-თვის. გასათვალისწინებელია, რომ Neisseria gonorrhoeae დაკავშირებულია სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების განვითარების გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით T. vaginalis-თან.

მამაკაცებში გონოკოკური ინფექციის ძირითადი გამოვლინებაა ურეთრიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებების განვითარება: პროსტატიტი, ვეზიკულიტი, ეპიდიდიმიტი, პარაურეთრიტი, პერიურეთრიტი და ა.შ. შეიძლება განვითარდეს უნაყოფობა.

ქალებში, ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით, არსებობს:

  • შარდსასქესო სისტემის ქვედა ნაწილების გონოკოკური ინფექცია (ცერვიციტი, ურეთრიტი, ცისტიტი, ვულვოვაგინიტი);
  • მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები (ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, მენჯის პერიტონიტი).

ქრონიკული პროცესის და გაჭიანურებული მკურნალობის კურსის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოსგარე ორსულობა და უნაყოფობა. ორსულ ქალებში გონოკოკური ინფექცია იწვევს გარსების ნაადრევ რღვევას, ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის ინფექციას.

დაზიანების სხვა ლოკალიზაციებია (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში):

  • ანორექტალური ზონა;
  • ოროფარინქსი;
  • თვალი: ახალშობილთა გონოკოკური ოფთალმია, გონოკოკური კონიუნქტივიტი (გონობლენორეა) როგორც წესი, ახალშობილებში გვხვდება სიცოცხლის პირველ საათებში ან დღეებში. ინფექცია ვითარდება დედის ინფიცირებულ სამშობიარო არხში ნაყოფის გავლისას ან (იშვიათ შემთხვევებში) ჩვილთან სამშობიაროს პერსონალის ინფიცირებული ხელებით კონტაქტისას.

Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მოიცავს პირდაპირი გამოვლენის მეთოდებს, როგორიცაა შეღებილი ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა, კულტურული მეთოდი სპეციალურ საშუალებებზე ინოკულაციით და პჯრ (PCR) დიაგნოსტიკა (პათოგენის დნმ-ის გამოვლენა).

ამჟამად გონოკოკური ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად რჩება მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი  იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით (96%-ზე მეტი) N. gonorrhoeae-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

  • მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
  • ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
  • ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
  • ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი).

საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ მდე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ნაცხის აღებამდე:

  • არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
  • არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
  • ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;

 

  • ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
  • ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
  • რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
  • მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
  • კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button