ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾11.00 Original price was: ₾11.00.₾9.90Current price is: ₾9.90.
მიკროსკოპული გამოკვლევა ტარდება სუფთა შარდის ნალექზე, გამოყოფიდან მაქსიმუმ 4 საათის შემდეგ.
მიკროსკოპიის მიზანია ლეიკოციტების, ერითროციტების, საშარდე გზების ამომფენი ეპითელური უჯრედების, მარილების, ბაქტერიების, ცილინდრების, სოკოების და სხვა არაორგანული ნივთიერებების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა.
ლაბორატორიული ტესტების შედეგი არ არის საკმარისი საფუძველი დიაგნოზისთვის. შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ.
ერითროციტები. შარდში სისხლის წითელი უჯრედები შეიძლება ხვდებოდეს საშარდე გზების ნებისმიერი ნაწილიდან. ქალებში ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური დაბინძურების შედეგიც.
ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიკროსკოპიულად დისმორფული (დეფორმირებული) ერითროციტების არსებობა ( > 30% მიუთითებს ჰემატურიის გლომერულურ წარმოშობაზე.
ლეიკოციტები. მათი მცირე რაოდენობა ნორმალურ შარდშიც გვხვდება. ლეიკოციტების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს ანთებით პროცესზე საშარდე გზებში ან მიმდებარე უბნებში. როდესაც მათი რიცხვი ძალიან მაღალია და აქვს დეგრადირებული გარეგნობა ან ჩნდება ჯგუფურად, ეჭვი ჩნდება საშარდე გზების მწვავე ინფექციაზე. ზოგჯერ, პიურია (ჩირქი შარდში) ასევე გვხვდება ისეთი მწვავე არათირკმლისმიერი მიზეზების გამო, როგორიცაა აპენდიციტი ან პანკრეატიტი. ის ასევე შეიძლება განვითარდეს ისეთ არაინფექციურ პირობებში, როგორებიცაა გლომერულონეფრიტი (მაგ. SLE), თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, დეჰიდრატაცია, სტრესი და შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის ან ურეთრის დაზიანება; ლიმფოციტების და პლაზმური უჯრედების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე უარყოფაზე, ხოლო ეოზინოფილების გაზრდილი რაოდენობა ასოცირდება ტუბულო-ინტერსტიციალურ ნეფრიტთან და პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობასთან .
ეპითელური უჯრედები. შეიძლება წარმოიქმნას უროგენიტალური ტრაქტის ნებისმიერ ნაწილში. ისინი ჩვეულებრივ გვხვდება შარდში მოძველებული უჯრედების ფიზიოლოგიური ჩამოფცქვნის შედეგად. მნიშვნელოვანი ზრდა მიუთითებს ანთებაზე საშარდე გზების მიდამოში, საიდანაც ეს უჯრედები წარმოიქმნება. შეიძლება აღინიშნოს ეპითელური უჯრედების 3 ტიპი:
მარილები. მათ უმეტესობას, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს შარდში, აქვს დაბალი კლინიკური მნიშვნელობა, გარდა მეტაბოლური დისბალანსის, ქვების წარმოქმნის ან მედიკამენტური რეგულირების შემთხვევებისა.
ცილინდრები. წარმოიქმნება თირკმლის მილაკების სანათურში. ცილინდრების წარმოშობა ყოველთვის თირკმლისმიერია და თირკმლების დაავადების მაჩვენებელია. ცილინდრები კლასიფიცირებულია მათი შემადგენლობის, გარეგნობისა და უჯრედული კომპონენტების მიხედვით. ცილინდრების სიგანე მიუთითებს თირკმლის მილაკების ზომაზე, რომლებშიც ხდება მათი ფორმირება; თირკმლის შემგროვებელ მილაკებში ყალიბდება დიდი ცილინდრები; მათი არსებობა ჩვეულებრივ მიუთითებს ნეფრონის ფუნქციური შესაძლებლობების შესამჩნევ შემცირებაზე და თირკმელების დაავადების ბოლო სტადიაზე.
ბაქტერიები. გვხვდება ახალ შარდში და თან ახლავს ლეიკოციტების დიდი რაოდენობა. როგორც წესი, მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე.
სოკოები. შეიძლება შარდში აღმოჩნდეს საშარდე გზების ინფექციების დროს, განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში, ასევე კანის ან ვაგინალური დაბინძურების შედეგად. Candida Albicans არის ყველაზე გავრცელებული სოკო.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია