Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მეტანეფრინის მეტაბოლიტები (სისხლი)

ცნობილი როგორც:მეტანეფრინი
SKU: 2026

210.00

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

მეტანეფრინი და ნორმეტანეფრინი პლაზმის კატექოლამინების – ეპინეფრინის (ადრენალინი) და ნორეპინეფრინის (ნორადრენალინი) მეტაბოლიზმის პროდუქტებია. კატექოლამინები თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში სიმპათიკური ნერვული სისტემის უჯრედების მიერ  წარმოქმნილი ჰორმონებია. პირველადი კატექოლამინებია: დოფამინი, ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი. მათი გამოყოფა ხდება ფიზიკური ან ემოციური სტრესის საპასუხოდ. ისინი ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას, ზრდის გლუკოზის და ცხიმოვანი მჟავების გამოყოფას ენერგიისთვის, აფართოებს ბრონქიოლებს, ჰაერის ნაკადის მოცულობის გაზრდისთვის, აფართოებს გუგებს და სხვა. ნორეპინეფრინი ავიწროებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს წნევის მატებას. ეპინეფრინი ზრდის გულის რითმს და ენერგიის მოხმარებას ორგანიზმის მიერ.

ფუნქციის შესრულების შემდეგ კატექოლამინები იშლება არააქტიურ კომპონენტებად. ეპინეფრინის მეტაბოლიტებია მეტანეფრინი, ნორეპინეფრინის – ნორმეტანეფრინი. ორივე მათგანი გამოიყოფა შარდით.

კატექოლამინები და მათი დაშლის პროდუქტები, როგორც სისხლში, ისე შარდში ზომიერი,  დინამიური ოდენობებითაა წარმოდგენილი. თუმცა, არსებობს სიმსივნეები –  ფეოქრომოციტომა, პარაგანგლიომები, – რომლებსაც ახასიათებს კატექოლამინების (შესაბამისად მათი მეტაბოლიტების) კონცენტრაციის მატება სისხლშიც და შრატშიც. ამას მოყვება სისტემატური, ან ეპიზოდური ხასიათის არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, გულის რითმის აჩქარება, არითმიები, ოფლიანობა, გულისრევა, ნევროტულობა, კიდურების ტრემორი.

მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში ვიტარდება თირკმლის, გულის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და ისეთი გართულებები როგორიცაა ინსულტი, ან ინფარქტი.

შემთხვევათა უმეტესობაში შესაძლებელია აღნიშნული სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა, რაც ამცირებს კატექოლამინების დონეს, აუმჯობესებს კლინიკურ მდგომარეობას და ამცირებს გართულებების რისკს.

საკვლევი მასალა:

ვენური სისხლი

 

 

წინასწარი მომზადება ტესტისთვის

როგორც სისხლში, ისე შარდში კატექოლამინების და მათი მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე ზეგავლენას ახდენს მთელი რიგი საკვები, მედიკამენტები და დანამატები. ასევე სტრესი. აუცილებელია ტესტისთვის სატანადოდ მომზადება, რატა ნიმუში იყოს კვლევისთვის გამოსადეგი და დასკვნა - სწორი.

კვლევის წინ აუცილებელია ექიმს ქონდეს სრული ინფორმაცია რა მედიკამენტებს, დანამატებს იღებს პაციენტი. ექიმი წყვეტს რომელი მედიკამენტის მიღების დროებით შეწყვეტა  არის საჭირო, კვლევის ჩატარებამდე.

კვლევის ჩატარებამდე  10-12 საათით ადრე აუცილებელია თავის შეკავება ისეთი პროდუქტებისგან, როგორიცაა: ყავა, ჩაი, ბანანი, ვანილი, ციტრუსები, შოკოლადი და კაკაოს სხვა პროდუქტები.

საჭიროა ემოციური და ფიზიკური სტრესისგან თავის არიდება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

 

კვლევა განსაზღვრავს მეტანეფრინის კონცენტრაციას სისხლში. გამოვლენილი მაჩვენებლის მიხედვით შესაძლოა მსჯელობა სავარაუდო დიაგნოზე.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

 

ტესტის პასუხზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

სქესი

ასაკი

ჯანმრთელობის მდგომარეობა

კვლევის მეთოდი

 

მეტანეფრინის ნორმები:

5 – 18 წლამდე      –       8.9 – 65.6 ნგ/ლ

>18 – 30 წლამდე     –     6.7 – 52.0 ნგ/ლ

>30 – 40 წლამდე       –    < 59,9  ნგ/ლ

>40 – 50 წლამდე       –    6.1 – 63.8  ნგ/ლ

>50 – 60  წლამდე     –     9.1 – 73.9 ნგ/ლ

> 60  ზემოთ               –     10.0 – 70.5 ნგ/ლ

 

მეტანეფრინის კონცენტრაციის მატება ყველა ასაკში თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეზე მიუთითებს, თუმცა, ცრუ დადებითი შედეგების ალბათობაც არსებობს.

 

საცნობარო მნიშვნელობები

 

კატექოლამინების და მათი მეტაბოლიტებისმაღალი კონცენტრაცია ახასიათებს ასევე: ძილის აპნოეს, შიზოფრენიას, დეპრესიას, პარკინსონის დაავადებას, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომს და სხვა.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button