
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾97.00
წითელა – IgM ანტისახეულების ტესტი გამოიყენება წითელას დიაგნოსტიკისთვის, განსაკუთრებით მწვავე სიმპტომების არსებობისას
წითელას ვირუსი ერთჯაჭვიანი რნმ-ის შემცველი, პარამიქსოვირუსების ოჯახის წარმომადგენელია, რესპირატორულ სინციტიურ ვირუსთან და პარაგრიპის ვირუსთან ერთად.
ვირუსის გავრცელება ხდება დაავადებულიდან ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღეს მოიცავს
IgM ანტისხეულების ტესტი არის ძირითადი სეროლოგიური კვლევა წითელას დიაგნოსტიკაში. მისი დადებითი პასუხი ადასტურებს ახალ ინფექციას, ხოლო უარყოფითი — გამორიცხავს მიმდინარე დაავადება
ანტისხეულების ნეგატიური მაჩვენებლები მიუთითებს ვირუსის არარსებობაზე
კლინიკური სურათი ხასიათდება პროდრომული პერიოდით, რომელიც მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, ხველით, რინიტით, ინფექციის ზოგადი სიმპტომებით და მოთეთრო ნადებით ლოყის ლორწოვანზე. ამას მოსდევს მაკულო-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) გამონაყარი, რომელიც პირველ ეტაპზე ვითარდება შუბლსა და ყურის უკანა არეებში და ვრცელდება გულმკერდის მიმართულებით.
გამოჯანმრთელების ფაზაში კანის ყველა არე, გარდა ხელისა და ფეხის გულებისა იქერცლება, რაც საშუალოდ 5 დღეს გრძელდება. გართულებების შემთხვევაში სიმპტომები გრძელდება არაუმეტეს 10 დღისა. ხველა ალაგდება ყველაზე ბოლოს.
წითელა აქტიურად გადამდები დაავადებაა. ორსულებს, იმუნოდეფიციტურ მდგომარეობისა და კვებითი უკმარისობის მქონე პირებს, განსაკუთრებით მარალი რისკი აქვთ გართულებების განვითარების, როგორიცაა: პნევმონია, ცენტრალური ნერვული სისტემის ანტებითი დაავადებები – ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტის, გილენ ბარეს სინდრომის, ჰემიპლეგიის და რეტრობულბური ნევრიტის სახით.
წითურასგან განსხვავებით, წითელას არ აქვს ტერატოგენური მოქმედება ორსულებში, არ იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ პათოლოგიებს. თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან ნაადრევი მშობიარობა.
საკვლევი მასალა:ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
