ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00
წითელას ვირუსი ერთჯაჭვიანი რნმ-ის შემცველი, პარამიქსოვირუსების ოჯახის წარმომადგენელია, რესპირატორულ სინციტიურ ვირუსთან და პარაგრიპის ვირუსთან ერთად.
ვირუსის გავრცელება ხდება დაავადებულიდან ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღეს მოიცავს.
კლინიკური სურათი ხასიათდება პროდრომული პერიოდით, რომელიც მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, ხველით, რინიტით, ინფექციის ზოგადი სიმპტომებით და მოთეთრო ნადებით ლოყის ლორწოვანზე. ამას მოსდევს მაკულო-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) გამონაყარი, რომელიც პირველ ეტაპზე ვითარდება შუბლსა და ყურის უკანა არეებში და ვრცელდება გულმკერდის მიმართულებით.
გამოჯანმრთელების ფაზაში კანის ყველა არე, გარდა ხელისა და ფეხის გულებისა იქერცლება, რაც საშუალოდ 5 დღეს გრძელდება. გართულებების შემთხვევაში სიმპტომები გრძელდება არაუმეტეს 10 დღისა. ხველა ალაგდება ყველაზე ბოლოს.
წითელა აქტიურად გადამდები დაავადებაა. ორსულებს, იმუნოდეფიციტურ მდგომარეობისა და კვებითი უკმარისობის მქონე პირებს, განსაკუთრებით მარალი რისკი აქვთ გართულებების განვითარების, როგორიცაა: პნევმონია, ცენტრალური ნერვული სისტემის ანტებითი დაავადებები – ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტის, გილენ ბარეს სინდრომის, ჰემიპლეგიის და რეტრობულბური ნევრიტის სახით.
წითურასგან განსხვავებით, წითელას არ აქვს ტერატოგენური მოქმედება ორსულებში, არ იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ პათოლოგიებს. თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან ნაადრევი მშობიარობა.
პნევმონია, რომელიც თან ახლავს წითელას, ვითარდება უშუალოდ წითელას ვირუსისგან ან ბაქტერიული გართულების შედეგად.
წითელას ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ეფუძნება სეროლოგიურ კვლევებს. გამონაყრის განვითარებიდან 1-2 დღეში უკვე ჩნდება სპეციფიკური IgM ანტისხეულები, რომელთა დონე მნიშვნელოვნად იზრდება 10 დღეში და რჩება 1 თვის განმავლობაში. IgG ანტისხეულები სისხლში რჩება მუდმივად.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
სპეციფიკური IgG AU/ml
<13.5 – ნეგატიური
13.5-16.5 – ორაზროვანი
> 16.5 –პოზიტიური
სპეციფიკური IgM AU/ml
<0.9 – ნეგატიური
0.9-1.1 – ორზროვანი
> 1.1 – პოზიტიური
ანტისხეულების ნეგატიური მაჩვენებლები მიუთითებს ვირუსის არარსებობაზე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია