ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
მანოზას შემაკავშირებელი ლექტინი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი გლიკოპროტეინია, რომელიც უკავშირდება ორგანიზმში მოხვედრილი პათოგენის მემბრანაზე არსებულ ნახშირწყლოვან ჯგუფს (მანოზას), რითაც ააქტივებს კომპლემენტის სისტემას და უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნურ პასუხს.
ლექტინი სინთეზდება ღვიძლში. სისხლში მოცირკულირე ლექტინის სტრუქტურა წარმოდგენილია სერინპროტეაზასთან ასოცირებული ოლიგომერით.
კვლევები ადასტურებს, რომ მანოზას შემაკავშირებელი ლექტინი რეაგირებს არაკაფსულირებული გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების, ასევე ვირუსების, სოკოების, მიკობაქტერიების, პარაზიტების და ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმების უმრავლესობასთან.
მიკრობული ნახშირწყლოვანი კომპონენტის ამოცნობის შემდეგ, ლექტინი განიცდის კონფორმაციულ ცვლილებას, რაც ააქტივებს მასთან კავშირში მყოფ 2 სერინპროტეაზას. სერინპროტეაზების აქტივაცია თავის მხრივ ასტიმულირებს იმუნური პასუხის კასკადს კომპლემენტის სისტემის ლექტინის გზით. კომპლემენტის სისტემის გააქტივების შედეგია სამიზნე პათოგენური მიკროორგანიზმების დაშლა და მათი მოცილება ორგანიზმიდან იმუნური უჯრედების საშუალებით (გრანულოვიტების, მონოციტების, მაკროფაგების მეშვეობით).
კომპლემენტის სისტემის ლექტინის გზის გააქტივება შესაძლებელია ასევე ზოგიერთი ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსებითაც, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში.
ასევე აღმოჩენილია მანოზას შემაკავშირებელი ლექტინის სიმსივნის-საწინააღმდეგო ციტოტოქსიური ეფექტი. ის ასევე აღმოჩენილია წვრილი ნაწლავის ეპითელიუმში და არსებობს ვარაუდი მისი ლოკალური დამცველობითი მოქმედების შესახებ.
როდის ტარდება კვლევა?
შრატში ლექტინის განსაზღვრის საჭიროება დგება:
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
სისხლში მანოზას დამაკავშირებელი ლექტინის დაბალი დონე ვლინდება ბაქტერიული და სოკოვანი (განსაკუთრებით კანდიდოზური) ინფექციების დროს. ლექტინის გამოხატული დეფიციტი ახასიათებს ასევე გახანგრძლივებულ ვირუსულ ინფექციებს (მაგ: ტიპი 2 ჰერპესით გამოწვეული ინფექციები).
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |