Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მაგნიუმი Mg | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Magnesium Mg
SKU: 1058

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

მაგნიუმი (Mg) არის ქიმიური ელემენტი, რომელიც შედის უჯრედების შემადგენელობაში. მაგნიუმის მთლიანი რაოდენობის 70%-ს შეიცავს ძვლები Ca-თან და P-სთან ერთად, მაგნიუმის დანარჩენი ნაწილი ორგანიზმში გვხვდება ერითროციტებში, კუნთებში, ღვიძლში და სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, ის შედის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • თირკმლის ფუნქციის შეფასება;
  • ნერვული სისტემის დარღვევები (ნეირომუსკულური აგზნებადობის მომატება, ტეტანია, კრუნჩხვები, კუნთების ჰიპოტენზია);
  • ელექტროლიტური ცვლის დარღვევა (ჰიპოკალციემია, ჰიპოკალიემია)
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, პარკუჭოვანი არითმია);
  • პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც მკურნალობენ ნეფროტოქსიური პრეპარატებით;
  • მალაბსორბციის სინდრომი, პარენტერალური კვება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • იატროგენული მიზეზები: მაგნიუმის პრეპარატების უკონტროლო გამოყენება; ლითიუმის კარბონატით, სალიცილატებით მოწამვლა;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • გაუწყლოება;
  • დიაბეტური კომა მკურნალობის დაწყებამდე;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ადისონის დაავადება;
  • მდგომარეობა თირკმელზედა ჯირკვლების მოცილების შემდეგ;
  • დიდი რაოდენობით ზღვის წყლის შემთხვევითი მიღება.

მაგნიუმის კონცენტრაცია მცირდება:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: მალაბსორბცია ან სითხის გადაჭარბებული კარგვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით;
  • თირკმლის დაავადებები: ქრონიკული გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, მწვავე მილაკოვანი ნეკროზის დიურეზული ფაზა, პოსტობსტრუქციული დიურეზი, ოსმოსური დიურეზი (მანიტოლი, გლუკოზა, შარდოვანა);
  • კვების დარღვევები: მწვავე ალკოჰოლიზმი და ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი, სითხის გახანგრძლივებული პარენტერალური მიღება, რომელიც არ შეიცავს მაგნიუმს, მეტაბოლური აციდოზი;
  • ენდოკრინული დარღვევები: ჰიპერკალციემია, ასოცირებული ჰიპერთირეოზთან; ჰიპერპარათირეოიდიზმი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერალდოსტერონიზმი, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომით;
  • მეტაბოლური დარღვევები: გადაჭარბებული ლაქტაცია, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი, დიაბეტური კომის ინსულინით მკურნალობა;
  • სხვა სიტუაციები: ტოქსიკოზი ორსულობისას ან ეკლამფსია, ძვლის ოსტეოლიზური სიმსივნეები, პროგრესირებადი პეჯეტის ძვლის დაავადება, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, სისხლის გადასხმა ციტრატით, ჰემოდიალიზი, მძიმე დამწვრობა, ოფლიანობა, სეპტიური მდგომარეობა, ჰიპოთერმია.

პროდუქტის აღწერა

რაც უფრო მაღალია უჯრედის მეტაბოლური აქტივობა, მით მეტ მაგნიუმს შეიცავს იგი. მაგნიუმი ყველაზე მნიშვნელოვანია გულის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებისთვის. დაახლოებით 1% არის პლაზმაში, 25% უკავშირდება ცილებს, ხოლო დანარჩენი რჩება იონიზებული სახით – Mg2+. მაგნიუმის უმეტესი ნაწილი მიტოქონდრიაში და ბირთვშია.

გარდა პლასტიკური როლისა, რომელსაც მაგნიუმი ასრულებს როგორც ძვლებისა და რბილი ქსოვილების შემადგენელი კომპონენტი, იგი ასრულებს 300-ზე მეტი ფერმენტის აქტივატორის როლს, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმსა და ცილებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.

Na+, K+ და Ca2+ იონებთან ერთად, მაგნიუმი მონაწილეობს ნეირომუსკულური აგზნებადობისა და სისხლის კოაგულაციის მექანიზმში. კალციუმის და მაგნიუმის მოქმედებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ორი ელემენტიდან ერთის დეფიციტი მნიშვნელოვნად მოქმედებს მეორე ელემენტის მეტაბოლიზმზე (მაგნიუმი აუცილებელია კალციუმის როგორც ნაწლავში შეწოვისთვის, ასევე მისი მეტაბოლიზმისთვის).

კუნთოვან უჯრედში მაგნიუმი მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს კალციუმის მობილიზებას ძვლებიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აორტასა და თირკმლებში არანორმალური კალციფიკაციები, ამიტომ რეკომენდებულია კალციუმის დონის გათვალისწინება მაგნიუმის დონის შეფასებისას.

ასევე ჰიპომაგნიემია ასოცირდება ჰიპოკალიემიასთან შემთხვევების 60%-ში. კლინიკური თვალსაზრისით, მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ნეირომუსკულარულ დაავადებებს (კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია და კრუნჩხვები) და ასევე შეიძლება გამოიწვიოს არითმიები.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button