
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
სისხლში მაგნიუმის განსაზღვრა საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზმში ამ მინერალის დონე და გამოვლინდეს მისი დეფიციტი ან სიჭარბე.
მაგნიუმი ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალია, რომელიც მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ პროცესში. ის მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, გულის რიტმის რეგულაციისთვის, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმისთვის.
მაგნიუმის მთლიანი რაოდენობის 70%-ს შეიცავს ძვლები Ca-თან და P-სთან ერთად, მაგნიუმის დანარჩენი ნაწილი ორგანიზმში გვხვდება ერითროციტებში, კუნთებში, ღვიძლში და სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, ის შედის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში.
მაგნიუმის განსაზღვრა რეკომენდებულია:
მაგნიუმის დეფიციტზე ეჭვის დროს
კუნთების სპაზმების, კრუნჩხვების ან კანკალის შემთხვევაში
გულის რიტმის დარღვევების შეფასებისას
სისუსტის, დაღლილობისა და ნერვულ-კუნთოვანი სიმპტომების არსებობისას
კალიუმისა და კალციუმის დონის ცვლილებების მიზეზის დასადგენად
თირკმლის დაავადებების დროს
მაგნიუმის ცვლაზე მოქმედი მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენებისას
მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნიემია) შესაძლოა დაკავშირებული იყოს არასრულფასოვან კვებასთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევასთან, ხანგრძლივ დიარეასთან, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან, თირკმლებით მაგნიუმის გაძლიერებულ დაკარგვასთან ან გარკვეული მედიკამენტების გამოყენებასთან.
მაგნიუმის მაღალი დონე (ჰიპერმაგნიემია) შედარებით იშვიათია და უმეტესად გვხვდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატებისა და დანამატების ჭარბი გამოყენების დროს.
სისხლში მაგნიუმის ნორმალური მაჩვენებელი ყოველთვის არ გამორიცხავს ორგანიზმის ქსოვილებში მაგნიუმის დეფიციტს. შედეგები უნდა შეფასდეს კლინიკურ მდგომარეობასთან და სხვა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
მხოლოდ მაგნიუმის განსაზღვრისთვის, როგორც წესი, უზმოდ ყოფნა აუცილებელი არ არის. თუ მაგნიუმი სხვა ბიოქიმიურ კვლევებთან ერთად ტარდება, მომზადების პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს. სასურველია ლაბორატორიას/ექიმს ქონდეს ინფორმაცია მიღებული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების შესახებ.
მაგნიუმის განსაზღვრამდე რეკომენდებულია მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
