Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

C1 ესთერაზას ინჰიბიტორი (ანგიონევროზული შეშუპება)

ცნობილი როგორც: ანგიონევროზული შეშუპების ფაქტორი
SKU: 78

72.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

C1 ესთერაზას ინჰიბიტორი (C1-INH) მაღალგლიკოზირებული პოლიმორფული პროტეინია (ცილაა), რომელიც განეკუთვნება სერინ-პროტეასების ოჯახს, ანუ სერპინებს. პოლიპეპტიდური ჯაჭვი შეიცავს 478 ამინომჟავას და მოლეკულური წონა შეადგენს 105 კილოდალტონს.

C1 ესთერაზას ინჰიბიტორი წარმოადგენს აქტივირებული კოაგულაციის მე-12 ფაქტორის ინაქტივატორს. ასევე აინჰიბირებს პლაზმინს, კოაგულაციის მე-11 ფაქტორს და კალიკრეინს. ის ასევე წარმოადგენს კომპლემენტის კომპონენტების – C1r და C1s ინჰიბიტორს.

მეორესმხრივ, C1-INH მწვავე ფაზის რეაქტანტი ცილაა, მისი პროდუქცია სტიმულირდება ინტერლეიკინ-6, interleukin-6, ინტერფერონ-α და ინტერფერონ -γ მეშვეობით.

C1-INH დეფიციტი ზრდის სისხლძარღვის კედლის გამტარობას და იწვევს ანგიოედემას ანუ ანგიონევროზულ შეშუპებას (შეშუპებას სისხლძარღვის გარშემო). ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.

მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება  აუტოსომურ დომინანტური პათოლოგიაა. დაავადების 2 ფორმა არსებობს: I ვარიანტის დროს დაქვეითებულია C1 ინჰიბიტორის სინთეზი, ხოლო II ვარიანტის შემთხვევაში – სინთეზდება C1 ინჰიბიტორის ანომალური ფორმა, რის გამოც ქვეითდება მისი აქტივობა.

 

სიმპტომები

კლინიკური თვალსაზრისით ამ ორ ფორმას შორის განსხვავება არ არსებობს. დაავდება იწყება ბავშვობაში ან მოზარდობაში – კანქვეშა და/ან ლორწოვანქვეშა შეშუპებებით. შეშუპებული უბანი უმტკივნეულო, არაქავანა, არაკომპრესირებადია (ანუ, ზეწოლის შემთხვევაში არ ქრება). ეპიზოდები თვითლიმიტირებადია – ანუ შეშუპება თავისთავად გაივლის 2-5 დღეში. მისი განვითარების სიხშირე, მდებაროება, ინტენსივობა  ცვალებადია. გამომწვევი მიზეზები სრულყოფილად შესწავლილი არ არის.

შეშუპებების განვითარების ჩვეული ლოკაციაა: სახე, კიდურები, გენიტალიები, სასუნთქი და გასტრო-ინტესტინური ტრაქტი. ნაწლავებში ლოკალიზაციისას სიმპტომურად ვლინდება ღებინება, დიარეა. სასუნთ გზებში შეშუპების კერის ლოკალიზაციისას – შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ობსტრუქცია (სასუნთქი გზების დახშობა). ანგიონევროზული შეშუპების მკურნალობა მოიცავს მსუბუქი ანდროგენების ხანგრძლივ მიღებას, რაც ზრდის შრატში C1-INH კონცენტრაციას დაავადების ორივე ფორმის დროს.

აღწერილია ანგიონევროზული შეშუპების შეძენილი ფორმა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ლიმფოპროლიფერაციული, აუტოიმუნური, ნეოპლაზიური დაავადებების დროს.

 

ანგიონევროზული შეშუპების სხვა ფორმები

  • ალერგიული ანგიოედემა (ჰისტამინით გამოწვეული)
  • ფსევდოალერგიული ანგიოედემა (ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორებით გამოწვეული)
  • ფერმენტების ინჰიბიტორების გარდაქმნით გამოწვეული (მაგ: არტერიული ჰიპერტენზიით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მედიკამენტებით რომლებიც ზრდის შრატში ბრადიკინინის კონცენტრაციას;
  • იდიოპათიური ანგიოედემა – ასეთი ანგიოშეშუპება ზოგჯერ ახლავს ჭინჭრის ციებას.

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ

რეფერენტული ნორმები: 210 – 390 მგ/ლ

 

 

 

შედეგების ინტერპრეტაცია

C1 ესთერაზას ინჰიბიტორის დაბალი მაჩვენებელი თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპების I ტიპის დროს გვხვდება. თუმცა, პაციენტთა 15%-ს თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპებით, აღენიშნება  ცილის მომატებული რაოდენობა. ასევე დაბალია მაჩვენებელი შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების დროს.

ბავშვებში C1 ესთერაზას ინჰიბიტორის ნორმული მაჩვენებელი, 6 თვემდე განსხვავებულია მოზრდილთა მაჩვენებლისგან.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button