ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾109.00 Original price was: ₾109.00.₾54.00Current price is: ₾54.00.
ლიპიდური ცვლის პროფილი წარმოადგენს ანალიზების ერთობლიობას, რომელიც გვიჩვენებს სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. ანალიზი გვაძლევს საშუალებას განისაზღვროს არტერიებში თრომბის ჩამოყალიბების რისკი, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ახშობს სისხლძარღვთა სანათურს (ათეროსკლეროზი) და აფერხებს სისხლის დინებას, რაც შედეგად იწვევს ინფარქტის ან ინსულტის განვითარებას. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს კვებავს დაზიანებული სისხლძარღვი, ვითარდება ორგანოს არასაკმარისი კვებით განპირობებული სიმპტომები, გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას – ვითარდება სტენოკარდია და გულის კუნთის ინფარქტი, ხოლო ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებისას – თავის ტვინის ინსულტი. ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების განსაზღვრა ასევე მნიშვნელოვანია წონის კორექციისა და ბავშვთა ასაკში ჰორმონალური ცვლის დარღვევებისას.
ლიპიდური ცვლის პროფილში შედის (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საერთო ქოლესტერინის დონის განსაზღვრა არ არის საკმარისი, საჭიროა სრული პროფილური კვლევა!
ყველა ასაკის ადამიანმა აუცილებელია ჩაიტაროს ლიპიდური ცვლის ანალიზი. მაღალი ქოლესტერინი არ გამოიხატება სიმპტომებით, თუმცა დაავადების განვითარების რისკი გამოჩნდება ანალიზში. რეგულარული კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს:
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები