ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾262.00
ლეპტინი ძირითადი მედიატორია ცხიმოვან ქსოვილსა და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ სისტემას შორის. იგი წარმოადგენს ცილას, რომელიც განაპირობებს სიმსუქნისკენ მიდრეკილებას.
ლეპტინის გენეტიკური დეფექტი (რომლის სინთეზი დაკავშირებულია Ob გენთან – სიმსუქნის გენთან) იწვევს პათოლოგიურ სიმსუქნეს, რომლის მკურნალობა შესაძლებელია ეგზოგენური ჰორმონოთერაპიით.
ლეპტინი მონაწილეობს სხეულის წონის რეგულირების პროცესებში და იზრდება მასის მომატების დროს. სხეულის წონის 10%-ით შემცირება იწვევს ლეპტინის კონცენტრაციის 53%-ით შემცირებას. ამის საპირისპიროდ, 10%-ით წონის მომატება, სისხლის შრატში ლეპტინის დონეს 300%-ით ზრდის. ასეთ პაციენტებში ლეპტინის გაზრდილი დონე აიხსნება „ლეპტინის მიმართ რეზისტენტობით“, რაც ასოცირდება ჰორმონის სატრანსპორტო ცილების მიერ გადატანის ან ხსნადი ლეპტინის რეცეპტორების ფუნქციის დარღვევასთან.
შედეგად ლეპტინის ჭარბ რაოდენობას მივყავართ ინსულინის სეკრეციის ინჰიბირებამდე, ჩონჩხის კუნთების და ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებამდე, ღვიძლის უჯრედებზე ინსულინის მოქმედების შემცირებამდე, რაც იწვევს გლიკემიის ზრდას კიდევ უფრო მეტად.
ლეპტინის დონე უკავშირდება ენდოკრინულ სტატუსს. მისი კონცენტრაცია უფრო მაღალია ქალებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხიმოვანი ქსოვილის განაწილების თავისებურებით, რადგან ქალებს აქვთ კანქვეშა ცხიმის უფრო განვითარებული ფენა, და ეს განაპირობებს ლეპტინის სინთეზის განსხვავებულ მაჩვენებელს.
ლეპტინის მაღალი დონით აიხსნება, თუ რატომ ვითარდება სისხლძარღვების თრომბოზი ჭარბ წონიან ადამიანებში უფრო ხშირად, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანებში. ნაჩვენებია, რომ თრომბი ვითარდება ლეპტინსა და თრომბოციტების რეცეპტორებს შორის სპეციალური ურთიერთქმედების შედეგად. ზოგადად, ლეპტინის დონე სისხლში ასოცირდება ინსულინისა და პროინსულინის დონის მაჩვენებლებთან.
ლეპტინის დონე ასახავს არა მხოლოდ დაგროვილი ცხიმის რაოდენობას, არამედ ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებებს: შიმშილის დროს იგი მცირდება, საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისას, კი იზრდება. პრაქტიკულად, ეს არის არსებობის ცვალებად პირობებთან ორგანიზმის ადაპტაციის სიგნალი, რომლის მთავარი ასპექტია მარხვის (შიმშილის) დროს ნახშირწყლებიდან ცხიმოვან მეტაბოლიზმზე გადასვლის შესაძლებლობა.
ჰიპერლეპტინემიასა და ინსულინის რეზისტენტობას შორის მჭიდრო კავშირია. სიმსუქნის განვითარებაზე ლეპტინის მაინჰიბირებელი ეფექტის გათვალისწინებით, ითვლება, რომ ნორმაში ლეპტინის წარმოება იზრდება ინსულინის კონცენტრაციის ზრდის საპასუხოდ, რაც ხელს უშლის ინსულინის შემდგომ წარმოებასა და გამოთავისუფლებას უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. ლეპტინის დონე მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ სხეულის მასისი ინდექსთან (BMI), არამედ არტერიული წნევის დონესთან, ათეროგენული ლიპოპროტეინების კონცენტრაციასთან და ინსულინრეზისტენტობის ინდექსთან.
შრატში ლეპტინის დონის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშებით, ხანგრძლივი მჯდომარე ცხოვრების წესით. მეტაბოლიზმი ნელდება, კილოგრამები სწრაფად გროვდება და ამ დროს ქალებში ხშირად აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რაც საბოლოოდ უშვილობის და ოსტეოპოროზის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლეპტინის დონე განსხვავდება რასის მიხედვით, ის უფრო დაბალია აფრიკელ-ამერიკელ ქალებში, რაც განაპირობებს მათ წინასწარგანწყობას ჭარბი წონის მიმართ.
ლეპტინი წარმოადგენს ცხიმოვანი ქსოვილის სეკრეტორული აქტივობის მარკერს, ინსულინრეზისტენტობის დამატებით მარკერს (HOMA ინდექსისთან ერთად):
ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.
ვენური სისხლი
პლაზმის ლეპტინის კონცენტრაცია მოდულირდება სხვადასხვა ფიზიოლოგიური (საკვების მიღების შეზღუდვა, სიცივის ზემოქმედება) და ჰორმონული ფაქტორებით (ინსულინი, კატექოლამინები, გლუკოკორტიკოიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ა.შ.).
შრატში ლეპტინის დონე სწრაფად მცირდება შიმშილის საპასუხოდ და ასახავს ენერგეტიკული ბალანსის ღრმა ცვლილებებს. ასევე, ლეპტინის დაბალი დონე იწვევს გადაჭარბებულ კვებას, აქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის და რეპროდუქციული ჰორმონების სეკრეციასა და იმუნიტეტს.
ლეპტინის დონე მომატებულია:
ლეპტინის დონე დაქვეითებულია:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია