ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾145.00
ლაქტოფერინი ცილაა, რომელიც დაკავშირებულია რკინასთან. ის წარმოდგენილია ლორწოვანი გარსის სეკრეტებში – ნერწყვში, ცრემლში, დედის რძეში და სხვა. ასევე ლაქტოფერინს შეიცავს გრანულოციტური ლეიკოციტები. მათი ფუნქცია ანტიბაქტერიულ აქტივობასთანაა დაკავშირებული.
ლაქტოფერინი არეგულირებს რკინის შეწოვის პროცესს ნაწლავიდან.
განავალში ლაქტოფერინის აღმოჩენა მიუთითებს ნაწალვის კედელში ანთების საპასუხოდ ლეიკოციტების მიგრაციის პროცესზე.
განავალში ლაქტოფერინის გამოვლენა მნიშვნელოვანია დაავადების მწვავე ფაზის ან ქრონიკული ანთების გამწვავების გამოსავლენად, ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა კრონის დაავადება,წყლულოვანი კოლიტი, ნაწლავის დივერტიკულიტი.
ლაქტოფერინის განსაზღვრა იძლევა შესაძლებლობას ნაწლავის ფუნქციური (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) და ორგანული (ანთებითი) დაზიანებების დიფერენცირებისთვის.
ლაქტოფერინი გამოიყენება ასევე კოლორექტული პოლიპების და სხვა მოცულობითი წარმონაქმნების, ისევე როგორც კვებითი აუტანლობის სადიაგნოსტიკოდ.
ფეკალური ლაქტოფერინი, ისვე როგორც კალპროტექტინი, მგრძნობიარე მარკერია როგორც ნაწლავის ანთებითი პროცესის ინტენსივობის, ისე მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად.
პაციენტის მომზადება: საკვლევი ნიმუშის შეგროვბამდე 48 საათით ადრე უნდა შეწყდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების მიღება
საკვლევი ნიმუში: განავალი
რეფერენსული საზღვრები
უარყოფითი: < 3 მგ/ლ
ორაზროვანი: 3 – 7.3 მგ/ლ
დადებითი: > 7.3 მგ/ლ
პოზიტიური მაჩვენებლის მიღება ნაწლავის ანთებითი დაავადების არსებობაზე მიუთითებს
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |