ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

რკინა Fe | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Iron Fe | Laboratory research
SKU: 1052

Original price was: ₾22.00.Current price is: ₾19.80.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

რკინა Fe

სისხლში რკინის განსაზღვრა ზომავს სისხლის შრატში ტრანსპორტულ ცილებთან დაკავშირებული რკინის კონცენტრაციას. კვლევა გამოიყენება რკინის ცვლის შესაფასებლად, თუმცა სისხლში რკინის დონე არ ასახავს ორგანიზმში რკინის საერთო მარაგს. ამის შესაფასებლად უფრო ინფორმაციულია ფერიტინის განსაზღვრა.

მნიშვნელოვანია, რომ სისხლში რკინის მაჩვენებელი ცალკე აღებული რკინის დეფიციტის დასადგენად საკმარისი არ არის. შედეგების სრულყოფილი შეფასებისთვის ხშირად საჭიროა ფერიტინის, ტრანსფერინის, რკინის საერთო შეკავშირების უნარის (TIBC) და ტრანსფერინის სატურაციის განსაზღვრაც.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

სისხლში რკინის განსაზღვრა რეკომენდებულია:

  • რკინის დეფიციტის ან რკინადეფიციტური ანემიის შესაძლო ნიშნების გამოსაკვლევად

  • ანემიის მიზეზის დასადგენად

  • ორგანიზმში რკინის ჭარბი დაგროვებაზე ეჭვისას

  • რკინის ცვლის დარღვევების შეფასებისას

  • რკინის პრეპარატებით მკურნალობის მონიტორინგისთვის

  • ღვიძლის ზოგიერთი დაავადების დროს, შესაბამისი კლინიკური ჩვენების არსებობისას

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

რკინის გაზრდილი დონე:

  • თალასემია;
  • სიდერობლასტური ანემია;
  • ჰემოლიზური ანემია;
  • აპლასტიური ანემია;
  • იდიოპათიური ჰემოქრომატოზი;
  • მიელოდისპლაზიური სინდრომები;
  • რკინის პრეპარატების ჭარბად მიღება;
  • სისხლის ხშირი გადასხმა;
  • ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება;
  • რკინით მწვავე მოწამვლა;
  • ღვიძლის მწვავე დაზიანება;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა;

რკინის დეფიციტი:

რკინის დეფიციტი იწვევს მიკროციტულ ანემიას (სისხლის წითელი უჯრედების ზომის შემცირებით) და შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ სიტუაციებთან, როგორიცაა:

  • რკინის არასაკმარისი მარაგი (ვეგეტარიანელობა, არასწორი კვება);
  • რკინის მალაბსორბცია (კუჭის მჟავიანობის დაქვეითება, კუჭის რეზექცია, მალაბსორბციის სინდრომი, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ოპერაცია);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტით რკინის ქრონიკული დანაკარგი (სიმსივნეები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები);
  • გაზრდილი მოთხოვნილება რკინის მიმართ (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი);
  • ჭარბი გინეკოლოგიური სისხლდენა;
  • ხანგრძლივი ანთება ქრონიკული დაავადებების დროს;
  • ნეფროზული სინდრომი.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რკინადეფიციტური ანემია, ძალიან ხშირად, სხვა ძირითადი დაავადებებით გამოწვეული მეორადი პროცესია. ამ მიზეზით, რეკომენდებულია ანემიის მიზეზების დიფერენცირება და წყაროს ძიება დამატებითი თერაპიის დაწყებამდე.

საცნობარო მნიშვნელობები

რკინა (Fe) ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზისათვის აუცილებელი ელემენტია, ორგანიზმში არსებული რკინის 70%-ს სწორედ ჰემოგლობინი იკავშირებს. იგი მცირე რაოდენობით ასევე შედის ზოგიერთი ფერმენტის შემადგენლობაში, დანარჩენი რკინა კი ორგანიზმში ინახება ფერიტინისა და ჰემოსიდერინის (ცილები, რომლებიც რკინას უჯრედებში ინახავენ) სახით. სისხლში ის უკავშირდება ტრანსფერინს (რკინის გადამტან ცილას) ტრანსპორტირებისთვის.

საკვებში შემავალი რკინის შეწოვა ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყოველდღიურად მაქსიმუმ 2 მგ ოდენობით. ჯანმრთელ ადამიანებში რკინის შეწოვა აკომპენსირებს მის დანაკარგს განავლით, შარდით, ნაღვლით, ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედებით, კანით, ოფლითა და მენსტრუალური სისხლით, რაც ხელს უწყობს რკინის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

შრატში რკინის საერთო კონცენტრაცია დილით დაახლოებით 20%-ით მეტია, ვიდრე საღამოს.

ქალებში, რკინის დონე ჩვეულებრივ უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებში და დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე. ორივე სქესში ასაკთან ერთად რკინის დონე იკლებს.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სისხლში რკინის განსაზღვრისთვის რეკომენდებულია:

სისხლის აღება დილით, სასურველია უზმოდ. კვლევამდე 8–12 საათით საკვების მიღებისგან თავის შეკავება.

რკინის შემცველი პრეპარატებისა და დანამატების მიღების შესახებ ექიმის/ლაბორატორიის ინფორმირება. კვლევის ჩატარების წინ რკინის შემცველი მედიკამენტის მიღების შეწყვეტის საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმი.

სისხლში რკინის კონცენტრაცია დღის განმავლობაში და საკვების მიღების შემდეგ იცვლება, ამიტომ დილის საათებში აღებული ნიმუში შედეგების შედარებისთვის უფრო ხელსაყრელია.

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 290 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button