ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾150.00
ინტერლეიკინ 6-ის (IL-6) ზეგავლენა ლიმფოიდურ და არალიმფოიდურ უჯრედებზე, წარმოდგენილია იმუნური და ანთებითი პროცესების მოდულატორული მექანიზმებით. მიუხედავად იმისა, რომ ინტერლეიკინ 6-ის (IL-6) ბევრი ფუნქცია ემთხვევა ინტერლეიკინ 1-ისას (IL-1), მას ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც.
ინტერლეიკინ 6 (IL-6) 184 ამინომჟავისგან შემდგარი პოლიპეპტიდია (ცილაა). ინტერლეიკინ 1-ის მსგავსად ინტერლეიკინ 6 წარმოიქმნება მაკროფაგების, ასევე T და B ლიმფოციტების, ფიბრობლასტების, ენდოთელური უჯრედების, კერატინოციტების, სინოვიური უჯრედების, ქონდროციტების და ეპითელური უჯრედების მიერ. მისი სინთეზი ხორციელდება პლაზმაში განვითარებული ბაქტერიული და ვირუსული პროცესის საპასუხოდ (სხვა ინტერლეიკინებისგან განსხვავებით).
ინტერლეიკინ 6 ითვლება ღვიძლში მწვავე ფაზის ცილების: ფიბრინოგენის, შრატის A ამილოიდის, ჰაპტოგლობინის, C-რეაქტიული ცილის, კომპლემენტის – სინთეზის ყველაზე მნიშვნელოვან მაინიცირებელ ფაქტორად.
B და T ლიმფოციტებზე ზემოქმედებით, ინტერლეიკინი 6 ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ისე უჯრედულ იმუნიტეტს. ისე უზრუნველყოფს B ლიმფოციტების ზრდის და დიფერენცირების პროცესს, და მათ მიერ იმუნოგლობულინების წარმოქმნას. ასევე ხელს უწყობს T ლიმფოციტების ზრდას და დიფერენცირებას. ინტერლეიკინ 6 ჩართულია მრავლობითი მიელომის პათოგენეზში და წარმოადგენს დაავადების პროგნოზულ ფაქტორს.
ინტერლეიკინი 6 ასტიმულირებს ჰემოპოეზს (ინტერლეიკინ 3-თან ერთად). ასევე აინდუცირებს ჰიპოფიზის სხვადასხვა ჰორმონების სინთეზს: ადრენოკორტიკოტროპული, ზრდის ჰორმონის, პროლაქტინის, მალუთეინიზებელი ჰორმონის.
პრო-ანთებით პროცესებში მონაწილეობის გარდა ინტერლეიკინი 6 მონაწილეობს ანთების საწინააღმდეგო პროცესებშიც.
ძვლოვანი ქსოვილის დონეზე ინტერლეიკინ-6 იწვევს ოსტეოკლასტების წარმოქმნას, რაც ოსტეოპოროზს განაპირობებს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში აღმოჩენილია ინტერლეიკინ-6-ის პათოლოგიური ოდენობა – სინოვიურ სითხეებში ინტერლეიკინ 6 და IgG კონცენტრაციის მატება.
ინტერლეიკინ-6ის სპეციფიკური რეცეპტორი (IL-6R), ციტოკინების რეცეპტორების სუპეროჯახს განეკუთვნება. ის წარმოადგენს 2 სტრუქტურული და ფუნქციური სუბერთეულისგან შემდგარ მემბრანულ ცილას.
სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებში ინტერლეიკინის ტიტრის განსაზღვრა, ძირითად კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებთან ერტად წარმოადგენს იმუნური დარღვევების დამატებით სადიაგნოსტიკო შესაძლებლობას.
პაციენტის მომზადება – კვლევა ტარდება უზმოდ, ან ჭამის შემდეგ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმა: <7 პიკოგრამი/მლ
ინტერლეიკინ-6 ტიტრის მატება დამახასიათებელია შემდეგი პათოლოგიებისთვის:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |