Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ინტერლეიკინი-1β | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ინტერლეიკინი-1β
SKU: 1588

200.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ინტერლეიკინები ციტოკინებია რომლებიც სხვადასხვა ტიპის უჯრედების მიერ სინთეზდება. მათი ძირითადი თვისებებია:

  • ციტოკინები პათოგენებისა და სხვადასხვა ანტიგენების საპასუხოდ წარმოქმნილი ცილებია, რომლებიც არეგულირებს ანთებით და იმუნურ რეაქციებს.
  • ინტერლეიკინების პროდუქცია თვითლიმიტირებადი პროცესია
  • ინტერლეიკინებს დამატებითი ფუნქციებიც აქვთ. მაგ: IL-4, IL-5 და IL-13 წარმოადგენს B-უჯრედების ზრდის ფაქტორს და უზრუნველყოფს მათ დიფერენცირებას.
  • ზოგიერთი ინტერლეიკინი გავლენას ახდენს სხვა ინტერლეიკინების სინთეზზე, მაგ: IL-1 იწვევს ლიმფოციტების აქტივაციას და IL-2-ის გამოყოფას.

ინტერლეიკინები მონაწილეობს იმუნური უჯრედების აქტივაციაში, პროლიფერაციასა და დიფერენციაციაში, ასევე მიგრაციასა და ადჰეზიაში (მიმაგრება).

ინტერლეიკინებს გააჩნია ანთების ხელშემწყობი და ანთების საწინააღმდეგო აქტივობა. ინტერლეიკინები შედგება ცილების დიდი ჯგუფისგან, რომელთაც ქსოვილების და უჯრედების ზედაპირზე მიმაგრების გზით შეუძლია სხვადასხვა რეაქციების გამოწვევა. მათ აქვთ როგორც პარაკრინული, ისე აუტოკრინული თვისებები.

ინტერლეიკინი 1 მთავარი  ფუნქცია ორგანიზმის ანთებითი და იმუნური პასუხის განხორციელებაა, ემყარება ისეთ პროცესებს, როგორებიცაა მწვავე ფაზის რეაქტანტების სინთეზი, კახექსია და ცხელება.  არსებობს სამი სახის ინტერლეიკინი: : IL-1α, IL-1b და IL-1RA, რომლებიც რეაგირებს 2 ტიპის რეცეპტორთან: IL-1RI და IL-1RII.

ამ ციტოკინების და მათი რეცეპტორების ურთიერთქმედება განაპირობებს სხვადასხვა პროცესებს, რაც აუცილებელია მიღებული ეფექტების მოდულირებისთვის:

  • IL-1α და IL-1b ბიოლოგიურად აქტიური ციტოკინებია, მსგავსი სტრუქტურით და ფუნქციით, მაგრამ რეგულაციის განსხვავებული მექანიზმებით.
  • IL-1RA ინტერლეიკინ 1 რეცეპტორების ბუნებრივი ანტაგონისტია.
  • IL-1α უკავშირდება მხოლოდ IL-1RI-რეცეპტორს, ხოლო IL-1b და IL-1RA ორივე რეცეპტორთან კავშირის უნარი აქვს.
  • IL-1RII რეცეპტორი, რომელსაც ტრანსუჯრედული სიგნალები არ გადააქვს, ე.წ “სატყუარა” რეცეპტორია. მხოლოდ IL-1b და IL-1RA ინტერლეიკინებს აქვთ ამ რეცეპტორთან დაკავშირების უნარი.
  • ტრანსუჯრედულ სიგნალებს გადასცემს მხოლოდ IL-1RI-რეცეპტორი. მასთან სამივე ტიპის ინტერლეიკინ 1-ს აქვს დაკავშირების უნარი.

ინტერლეიკინ 1 ციტოკინები სინთეზდება მაკროფაგებში, ენდოთელიურ უჯრედებში, კერატინოციტებში, ოსტეობლასტებში, ნეიტროფილებში, გლიურ უჯრედებში და სხვა. ინტერლეიკინ 1-ის სინთეზის მასტიმულირებელია მიკროორგანიზმები, სხვადასხვა ანტიგენები, ენდოტოქსინები და სხვა ციტოკინები.

იმუნური რეაქციის დროს ინტერლეიკინ 1-ის გამომუშავება, სხვადასხვა კლინიკურ ეფექტებს გვაძლევს, როგორებიცაა: ცხელება, ლეთარგია (ძილიანობა), ანორექსია და სხვა, რაც ინტერლეიკინების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების შედეგია.

ღვიძლის პროცესების დონეზე, ინტერლეიკინ 1, მსგავსად ინტერლეიკინ 6-ისა, ასტიმულირებს მწვავე ფაზის რეაქტანტებს (ამილოიდური პეპტიდი, c-რეაქტიული ცილა, კომპლემენტი). ახალი პოლიპეპტიდების სინთეზისთვის აუცილებელი ამინომჟავების წყარო, არის ინტერლეიკინის მიერ კუნთოვანი უჯრედების დაშლა, რაც გამოვლინდება მიალგიით – კუნთების ტკივილით.

ინტერლეიკინ 1 ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ისე უჯრედულ იმუნიტეტს, როგორც t ლიმფოზიტების, ასევე ინტერლეიკინ-2ის და b ლიმფოციტების აქტივაციის გზით.

ლოკალური ანთების კერაში ლეიკოციტების აკუმულირებას, ასეცე ხელს უწყობს ინტერლეიკინების მიერ ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესიის გაძლიერება, სისხლძარღვების ენდოთელიუმის დონეზე.

აზოტის ოქსიდის (NO) სინთეზი ენდოთელიურ უჯრედებში, მექანიზმია, რომლითაც ინტერლეიკინი განაპირობებს სისხლძარღვების გაფართოებას და წნევის დაქვეითებას სეპტიური და კარდიოგენური შოკის დროს.

არსებობს მონაცემები ინტერლეიკინ 1b-ს მონაწილეობის შესახებ პანკრეასული ბეტა უჯრედების განადგურების პროცესში, ორივე ტიპის დიაბეტის დროს.

როდის ტარდება კვლევა?

სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებში ინტერლეიკინ 1 განსაზღვრა, სხვა კლინიკურ და პარაკლინიკურ მონაცემებთან ერთად, გვეხმარება იმუნური დარღვევების გამოვლენასა და მკურნალობის შედეგების მონიტორინგში.

პაციენტის მომზადება – კვლევა ტარდება უზმოდ, ან კვების შემდეგ.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმა: < 5პიკოგრამი/მლ

 

შედეგების ინტერპრეტაცია

მარკერის მომატებული მაჩვენებელი აღინიშნება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ცხელებით მიმდინარე, არაინფექციური დაავადებები
  • რევმატოიდული ართრიტი
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ვასკულიტები, ასოცირებული С ჰეპატიტთან
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • ფილტვის ტუბერკულოზი

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button