
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00 Original price was: ₾45.00.₾40.50Current price is: ₾40.50.
სისხლში ინსულინის განსაზღვრა აფასებს ორგანიზმში ამ ჰორმონის გამომუშავების დონეს. კვლევა გამოიყენება ინსულინრეზისტენტობის, ინსულინის არასათანადო სეკრეციისა და გლუკოზის ცვლის დარღვევების შეფასებაში.
ინსულინი პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) ბეტა უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაში. ის ხელს უწყობს გლუკოზის უჯრედებში გადასვლას და მის გამოყენებას ენერგიის წყაროდ, ასევე მონაწილეობს ცხიმებისა და ცილების ცვლაში.
ინსულინის მომატებული დონე შესაძლოა უკავშირდებოდეს ინსულინრეზისტენტობას, ჭარბ წონას, მეტაბოლურ სინდრომს ან ინსულინის გამომყოფი სიმსივნის არსებობას. ინსულინის მაღალი მაჩვენებელი ხშირად გვხვდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად ჰორმონის მეტი რაოდენობა სჭირდება.
ინსულინის შემცირებული დონე შესაძლოა მიუთითებდეს პანკრეასის მიერ ინსულინის არასაკმარის გამომუშავებაზე, რაც შეიძლება აღინიშნებოდეს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის ან ბეტა უჯრედების ფუნქციის დარღვევის დროს.
ინსულინის მაჩვენებელი უნდა შეფასდეს სისხლში გლუკოზასთან, ზოგჯერ C-პეპტიდთან და სხვა კლინიკურ მონაცემებთან ერთად. ინსულინის მხოლოდ ერთი მაჩვენებლით ინსულინრეზისტენტობის ან შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი არ დგინდება.
მიუხედავად იმისა, რომ ინსულინი ძირითადად დაკავშირებულია სისხლში შაქრის კონტროლთან, ის ასევე მონაწილეობს ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში.
სისხლში შაქრის ძალიან მაღალ დონეს შეიძლება ჰქონდეს ტოქსიური მოქმედება და გამოიწვიოს სიკვდილიც კი, მკურნალობის გარეშე. სისხლში შაქრის ასეთი მაღალი დონე შეიძლება აღმოჩნდეს დიაბეტის მქონე ადამიანებში. მეორეს მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში ინსულინის გადაჭარბებულმა წარმოებამ, შეიძლება სისხლში შაქრის დაბალი დონე განაპირობოს.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ინსულინის განსაზღვრისთვის, საჭიროა 8–12 საათით უზმოდ ყოფნა. ამ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ წყლის მიღება. კვლევის წინა დღეს არასასურველია ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. მედიკამენტების მიღების რეჟიმი ნიმუშის არებამდე უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
