Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ინსულინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ინსულინი
SKU: 1019

36.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ინსულინი არის პოლიპეპტიდური ჰორმონი, რომელიც წარმოებულია პანკრეასის ე.წ. ლანგერჰანსის კუნძულების β უჯრედების მიერ. ინსულინის მოლეკულა შედგება 2 პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან: α ჯაჭვი – 21 ამინომჟავით და β ჯაჭვი – 30 ამინომჟავით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ორი დისულფიდური ხიდით. ინსულინი და C- პეპტიდი წარმოიქმნება პანკრეასის მიერ პროინსულინის პროტეოლიზური გაყოფის შედეგად.

მისი მთავარი როლი სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ინსულინი ძირითადად დაკავშირებულია სისხლში შაქრის კონტროლთან, ის ასევე მონაწილეობს ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში.

ნახშირწყლების საკვების სახით მიღებისას თქვენ სისხლში შაქრის დონე იზრდება, პანკრეასის უჯრედები ამ ცვლილებას აღმოაჩენენ და საპასუხოდ ათავისუფლებენ მეტ ინსულინს, გამოთავისუფლებული ინსულინი ცირკულირებს სისხლში და ეხმარება უჯრედებს გლუკოზის ათვისებაში. ეს პროცესი იწვევს სისხლში შაქრის თანდათანობით შემცირებას.

სისხლში შაქრის ძალიან მაღალ დონეს შეიძლება ჰქონდეს ტოქსიური მოქმედება და გამოიწვიოს სიკვდილიც კი, მკურნალობის გარეშე. სისხლში შაქრის ასეთი მაღალი დონე შეიძლება აღმოჩნდეს დიაბეტის მქონე ადამიანებში. მეორეს მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში ინსულინის გადაჭარბებულმა წარმოებამ, შეიძლება სისხლში შაქრის დაბალი დონე განაპირობოს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ინსულინზე?

  • პანკრეასის ინსულინის მასეკრეტირებელი უჯრედების ფუნქციონირების შეფასება;
  • პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი; (ინსულინმასეკრეტირებელი სიმსივნე)
  • სისხლში გლუკოზის დაბალი დონის მიზეზების დიაგნოსტიკა;
  • ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითების დიაგნოსტიკა;
  • ტაბლეტების გარდა, ინექციური ინსულინით მკურნალობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ნახშირწყლოვანი მეტაბოლიზმის გაფართოებული შეფასებისთვის საჭიროა შრატის ინსულინის გამოკვლევა გლუკოზის ტოლერანტობის ტესტთან ან სისხლში გლუკოზის უზმოზე გაზომვასთან ერთად.

შრატის ინსულინის ტესტი უნდა ჩატარდეს, თუ:

  • თქვენ გაქვთ სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ოფლიანობა, პალპიტაცია (აჩქარებული გულისცემა), თავბრუსხვევა და ცნობიერების დაკარგვა;
  • თქვენ გაქვთ დიაბეტი და თქვენს ექიმს სურს შეამოწმოს პანკრეასის მიერ ინსულინის წარმოქმნის უნარი;
  • თქვენი ექიმი ეჭვობს, რომ გაქვთ დიაბეტი (ძირითადად, ტიპი 2 დიაბეტი, რომელსაც ახასიათებს ინსულინისადმი უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითება).

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, შესაძლოა უჩიოდეთ ერთ ან რამდენიმე სიმპტომს:

  • წყურვილის გაძლიერებული გრძნობა , მიუხედავად დიდი ოდენობით წყლის მიღებისა;
  • წონის დაკლება ან მომატება აშკარა მიზეზის გარეშე;
  • ადვილად დაღლა;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • ჭრილობის რთულად შეხორცება;
  • წვა, ჩხვლეტა ან ტკივილი კიდურებში.
  • საჭმლის მონელების, შარდვისა და სექსუალური ფუნქციის ცვლილებები.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტი უნდა ჩატარდეს ბოლო კვებიდან მინიმუმ 7 საათის შემდეგ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ინსულინის კონცენტრაცია იზრდება: 

  • ინსულინომა;
  • ტიპი 2 დიაბეტი (დაავადების დასაწყისი);
  • ღვიძლის დაავადება
  • აკრომეგალია;
  • იცენკოს-კუშინგის სინდრომი;
  • კუნთების დისტროფია;
  • ფრუქტოზისა და გალაქტოზის აუტანლობა;
  • სიმსუქნე;
  • ორსულობა.

ინსულინის კონცენტრაცია მცირდება: 

  • ტიპი 1 დიაბეტი;
  • ტიპი 2 დიაბეტი;
  • ჰიპოპიტუიტარიზმი;
  • ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა.

გახანგრძლივებული შიმშილის ფონზე, როდესაც პაციენტის სისხლში გლუკოზა (შაქარი) ეცემა 2.2 მმოლ/ლ-ზე ქვემოთ, ინსულინის მომატებული დონე მიუთითებს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზზე, რომელიც წარმოქმნის ინსულინს.

ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინის დონე პროგრესულად მცირდება.

ტიპი 2 დიაბეტის ადრეულ ეტაპზე ინსულინის დონე ნორმალურია ან მომატებულია, ხოლო გვიან ეტაპზე – მცირდება.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში, აღინიშნება უჯრედების შედარებითი მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინისადმი, ინსულინის დონის მატებით და სისხლში გლუკოზის პროგრესირებადი ვარდნით.

ჭარბი წონის მქონე პაციენტებში უზმოდ ინსულინის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ნორმალური წონის პაციენტებში.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/carbohydratemetabolism/insulin.html  

https://www.synevo.bg/insulin/

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button