Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სწრაფი ტესტი აივ ინფექციაზე (HIV)

ცნობილი როგორც:სწრაფი ტესტი აივ ინფექციაზე (HIV)
SKU: 850

Original price was: ₾17.00.Current price is: ₾15.30.

საკვლევი მასალა: ენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

HIV 1.2.O სწრაფი ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ქრომატოგრაფიული იმუნოანალიზი ადამიანის იმონოდეფიციტის ვირუსი ტიპი 1, ტიპი 2 და ქვეტიპი 0-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსავლენად მთელს ორგანიზმში, HIV ვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისათვის. ის განკუთვნილია მხოლოდ პროფესიული ინ ვიტრო დიაგნოსტიკისათვის, ლაბორატორიულ ცენტრში. ტესტს გააჩნია: მგრძნობელობა – 100% და სპეციფიურობა – 98,5%.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) წარმოადგენს ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის (AIDS) ეტიოლოგიურ აგენტს. ის არის რეტროვირუსი, რომელსაც აქვს უნარი დააინფიციროს და გაანადგუროს T ჰელპერი ლიმფოციტები.

არსებობს აივ-ის ორი ტიპი (HIV-1 და HIV-2), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გეოგრაფიული არეალის მიხედვით და თავის მხრივ გააჩნიათ ქვეტიპები: HIV-1-ს გააჩნია ორი  – M და O – ქვეტიპი.

აივ ინფექციის გადაცემა ხდება დაბინძურებული სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, სქესობრივი კონტაქტით და ინფიცირებული დედიდან ბავშვზე დაბადების დროს და მის შემდეგ. ძირითადი რისკ-ჯგუფებია: ჰომოსექსუალები, ჰემოფილიკები, სისხლის რეციპიენტები, ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები და სამედიცინო პერსონალი.

აივ 1/აივ 2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება შესამჩნევია ინფიცირებიდან 4-12 კვირაში და მათი პერსისტირება გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

როდის ჩავიტაროთ სწრაფი ტესტი აივ ინფექციაზე?

ტესტი ტარდება მაშინ, როდესაც საეჭვოა HIV ინფექცია.

შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:

  • უეცარი წონაში კლება;
  • ღამის ოფლიანობა ან ცხელება;
  • უკიდურესი დაღლილობა;
  • გადიდებული ლიმფური კვანძები;
  • თეთრი ლაქები პირის ღრუში ან ყელში;
  • მიმდინარე (ქრონიკული) დიარეა;
  • Პნევმონია;
  • მოწითალო ლაქები კანზე ან პირში;
  • დეპრესია.

CDC რეკომენდაციას უწევს აივ ტესტირებას შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი რამდენიმე პარტნიორთან;
  • ნარკოტიკების ინტრავენური მომხარებლები ან ადამიანები, რომლებიც უზიარებენ თავიანთ ინექციურ აღჭურვილობას სხვებს;
  • ადამიანები, რომლებსაც დაუდგინდათ ჰეპატიტი, ტუბერკულოზი ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;
  • ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი რისკ-ფაქტორის მქონე პარტნიორთან;
  • ორსულობის დაგეგმვისას ან ორსულობისას.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

თქვენს ექიმსა და ლაბორატორიულ ცენტრს აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ამჟამად იღებთ (მეიკამენტები რეცეპტის საჭიროების გარეშე და ნებისმიერი არალეგალური ნივთიერება, რომელსაც მოიხმართ).

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი ან სისხლის პლაზმა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • არარეაქტიული შედეგი მიუთითებს ამოცნობადი აივ-1-ის ან აივ-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების არარსებობაზე. თუმცა არარეაქტიული შედეგი არ გამორიცხავს ვირუსის ზემოქმედების ან ინფექციის შესაძლებლობას.
  • არარეაქტიული შედეგი შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, თუ ანტისხეულების რაოდენობა არის ანალიზის გამოვლენის ლიმიტის ქვემოთ, ან სახეზეა დაავადების სტადია, რომლის დროსაც ორგანიზმში ანტისხეულები არ ვლინდება.
  • თუ სიმპტომების პერსისტირება გრძელდება, ტესტის ნეგატიური შედეგის მიუხედავად, რეკომენდებულია ტესტის გამეორება რამდენიმე დღეში ან კვლევის სხვა მეთოდების გამოყენება.
  • ამ ტესტით მიღებული შედეგები უნდა იქნას ინტერპრეტირებული მხოლოდ სხვა დიაგნოსტიკურ პროცედურებთან ერთად, კლინიკურ სურათზე დაყრდნობით.
  • დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ აივ-ის ანტისხეულები აღმოჩენილია და შესაძლოა გქონდეთ აივ ინფექცია
  • ადრეულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია აივ-1/აივ-2-ის დნმ/რნმ ტესტირება PCR-ით, პაციენტის კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/anti-hiv-12/

https://www.synevo.bg/hiv/

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button