
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾205.00
იმუნოჰისტოქიმიური კვლევა (IHC) ლაბორატორიული მეთოდია, რომელიც გამოიყენება უჯრედების წარმოშობის ტიპის და თავისებურებების დასადგენად. კვლევა ავლენს სპეციფიკურ ქსოვილოვან მარკერებს სპეციალური ანტისხეულების გამოყენებით.
იმუნოჰისტოქიმია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკაში. მისი საშუალებით შესაძლებელია სიმსივნის ტიპის დაზუსტება, დაავადების პროგნოზის შეფასება და იმ მარკერების აღმოჩენა, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული მკურნალობის შერჩევაში.
კვლევა უმეტეს შემთხვევაში უკვე აღებულ და პარაფინის ბლოკში შენახულ ქსოვილზე ტარდება, ამიტომ დამატებითი ბიოფსია საჭირო არ არის.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევა (IHC) პარაფინის ბლოკზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია სიმსივნური ქსოვილის დამატებითი შეფასებისთვის.
იმუნოჰისტოქიმიური მარკერები არის სპეციფიკური ცილები, რომლებიც უჯრედების ზედაპირზე, ციტოპლაზმაში ან ბირთვში გვხვდება.
იმუნოჰისტოქიმიური მარკერების კვლევა თანამედროვე პერსონალიზებული მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც დიაგნოზის დაზუსტების, ისე მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის
პარაფინის ბლოკის შენახვა საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევები ჩატარდეს ახალი ბიოფსიის აღების გარეშე, რაც პაციენტისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხოა.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის პასუხის ინტერპრეტაცია ყოველთვის უნდა მოხდეს ჰისტოლოგიური დასკვნის, კლინიკური მონაცემებისა და სხვა კვლევების შედეგებთან ერთად, რადგან ცალკეული მარკერის შეფასება დამოუკიდებლად ხშირად არ იძლევა სრულ დიაგნოსტიკურ ინფორმაციას.
სიმსივნური ქსოვილის იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევა ტარდება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ჰისტოლოგიური (მიკროსკოპული) კვლევა საკმარისი არ არის ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. ეს მეთოდი იყენებს სპეციალურ ანტისხეულებს, რომლებიც განსაზღვრავს, უჯრედების ტიპს და სიმსივნის მახასიათებლებს.
IHC კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სიმსივნის წარმოშობის დასადგენად (რომელი ორგანოდან განვითარდა მეტასტაზი) ან სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების დიფერენცირებისთვის.
საკვლევი მასალა: პარაფინში ჩასმული ქსოვილის ბლოკი
ნიმუშის გაგზავნა უნდა განხორციელდეს არსებული სრული სამედიცინო დოკუმენტაციის თანხლებით, მათ შორის აუცილებელია: ვიზუალიზაციური კვლევის (კტ, მრტ) დასკვნები, პირველადი მიკროსკოპიული აღწერის დასკვნა, პათოლოგიური დიაგნოზი და სხვა დაკავშირებული ინფორმაცია, რათა შესაძლებელი იყოს პარაფინის ბლოკის სწორად იდენტიფიცირება და მისი პაციენტის არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადასტურება.
დოკუმენტაცია უნდა წარმაოდგინოთ ინგლისურ ენაზე!
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
