
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾33.00 Original price was: ₾33.00.₾29.70Current price is: ₾29.70.
B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის სკრინინგ-ტესტი გვაძლევს ინფორმაციას, სისხლში B ჰეპატიტის ვირუსის არსებობაზე. ტესტის დადებითი შედეგი მიუთითებს, რომ ადამიანი ინფიცირებულია B ჰეპატიტის ვირუსით.
B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე – პარენტერული გზით ხორციელდება – სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. დაავადების ინკუბაციური (უსიმპტომო) პერიოდი საშუალოდ 70-დან 160 დრემდეა.
ჰეპატიტის B ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) B ვირუსის გარე გარსის კომპონენტია. იმუნური პასუხი სწორედ იმ ანტიგენურ დეტერმინანტზეა მიმართული, რომელიც საერთო აქვს ყველა HBsAg ნაწილაკს.
შრატში ზედაპირული ანტიგენის HBsAg-ის აღმოჩენა მიუთითებს B ვირუსული ინფექციის არსებობაზე. HBsAg არის ინფექციის პირველი იმუნოლოგიური მარკერი — ის ჩნდება შრატში დაავადების კლინიკური გამოვლინებამდე (მაგალითად სიყვითლის განვითარებამდე) რამდენიმე კვირით ადრე. HbsAg ზედაპირული ანტიგენის აღმოჩენა შესაძლებელია მთელი მწვავე პერიოდის – 1-4 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ხდება ნეგატიური.
თუ B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი პერსისტირებს (რჩება) 6 თვეზე მეტხანს, ვითარდება ქრონიკული B ვირუსული ჰეპატიტი. ინფიცირებულ მოზრდილთა 5-10%-ში და ახალშობილთა 90%-ში ვირუსის ელიმინაცია ვერ ხდება და ვითარდება ქრონიკული ჰეპატიტი, რაც საბოლოოდ შესაძლოა ციროზით და იშვიათ შემთხვევებში ჰეპატოცელულური კარცინომით პროგრესირდეს.
ინფექციის ვერტიკალური ხაზით გადაცემა – ორსულიდან ნაყოფზე – ხდება HbsAg ანტიგენ-პოზიტიურ ორსულთა 20%-ში და იმ ორსულთა 60%-ში, რომლებიც ორსულობისას დაინფიცირდნენ B ჰეპატიტის ვირუსით.
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
ნიმუშის უარყოფის მიზეზები:
პრეანალიტიკური პირობების დარღვევა (ჰემოლიზი, არასაკმარისი მოცულობა, ტრანსპორტირების პირობის დარღვევა და სხვა)
*საკვლევი ნიმუშის უარწოფის/წუნდების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს საკვლევი მასალის ხელახლა აღება
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევების დაახლოებით 5%-ში და ქრონიკული ჰეპატიტიების ძალიან იშვიათ შემთხვევაში, HbsAg ზედაპირული ანტიგენი შესაძლოა იყოს უარყოფითი. ამ დროს დაავადების გამოვლენა ხორციელდება კვლევის დამატებითი მეთოდებით: B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების ან ვირუსული დნმ-ის განსაზღვრით.
თუ კვლევის შედეგი სუსტად პოზიტიურია, რეკომენდებულია B ჰეპატიტის სხვა მარკერების განსაზღვრა.
ზოგიერთი ფაქტორი გავლენას ახდენს B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის HbsAg მაჩვენებელზე:
ორსულ ქალებში, რომლებიც HbsAg ანტიგენ-პოზიტიურები არიან, საჭიროა დამატებითი კვლევები. არსებული ტესტებიდან HBV-ის ვირუსული დატვირთვა (viral load) ითვლება ინფექციურობის საუკეთესო პროგნოზირებად მაჩვენებლად, განსაკუთრებით იმ ორსულებში, რომლებიც ახლოს არიანორსულობის მესამე ტრიმესტრში.
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები