ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00
B ჰეპატიტის ვირუსის E ანტიგენი მცირე ზომის პოლიპეპტიდია, რომელიც თავისუფალი სახით არსებობს ინფიცირებული პაციენტების შრატში, HBV ინფექციის ადრეულ სტადიაზე, S ზედაპირული ანტიგენის გამოჩენის შემდეგ. ვირუსის აქტიური გამრავლების ფაზაში S და E ანტიგენების დონე სწრაფად იმატებს. HBeAg E ანტიგენის არსებობა შრატში შესაბამისობაშია ვირუსული პროცესის აქტივობასთან, შრატში ვირიონების (ვირუსის გენომის შემცველი პატარა ნაწილაკები) რაოდენობასთან და ჰეპატოციტებში – ძირითადი ანტიგენის არსებობასთან.
მწვავე პროცესის დასრულებასთან ერთად E ანტიგენის დონე მცირდება და საბოლოოდ ქრება, მაშინ როცა ამ დროს ჩნდება E ანტიგენის მიმართ განვითარებული ანტისხეულები (ანტი-HBe). E ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები შრატში მრავალი წლის მანძილზე რჩება, მწვავე პროცესის დასრულების შემდეგაც.
B ჰეპატიტის ვირუსის მტარებლებში და ქრონიკული ჰეპატიტით პაციენტებში პოზიტიური E ანტიგენი მიუთითებს ვირუსის გამრავლებაზე და აქტიურ ინფექციურ პროცესზე. E ანტიგენის ნეგატიური მაჩვენებელი გულისხმობს ვირუსის აქტივობის და გამრავლების ან მინიმალურ დონეს ან სრულ არარსებობას.
B ჰეპატიტის ვირუსის E ანტიგენის არსებობა და HBeანტისხეულების არარსებობა ვირუსის ინტენსიური რეპლიკაციის (გამრავლების) არსებობაზე და აქტიურ ინფექციურ პროცესზე.
E ანტიგენის არარსებობის ფონზე HBe ანტისხეულების გამოჩენა, მიუთიტებს აქტიური ინფექციური პროცესის დასრულებაზე. იმის მიუხედავად, რომ ქრონიკულ სდადიაზე გადასვლას ახასიათებს ანტიგენის გაქრობა და ანტისხეულების განვითარება, ვირუსის მტარებლობის სტადია შესაძლოა გახანგრძლივდეს.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |