ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
Helicobacter pylori არის გრამუარყოფითი, სპირალური ბაქტერია, რომელიც სახლობს კუჭის ლორწოვანი გარსის კრიპტებში.
Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექცია ქრონიკული გასტრიტისა და პეპტიური წყლულის ძირითადი მიზეზია; ბოლო წლების ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ასევე დაადასტურა პერსისტირებადი ინფექციის კავშირი კუჭის კიბოს გაზრდილ რისკთან.
გარდა ამისა, ეს ბაქტერია პასუხისმგებელია MALT ლიმფომების უმეტეს შემთხვევებზე (ჰემატოლოგიური ნეოპლაზმების ფორმები, რომლებიც ხასიათდებიან საჭმლის მომნელებელ ლორწოვანთან ასოცირებულ ლიმფოიდურ ქსოვილში უჯრედების გამრავლებით).
ინფექციის ძირითად რეზერვუარს წარმოადგენენ H. pylori-ის მატარებელი პირები და ინტერპერსონალური კონტაქტი არის გადაცემის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, ძირითადად ადრეულ ბავშვობაში. სხვა გადაცემის საშუალება შეიძლება იყოს, მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში – წყალი.
ინფექცია ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კლინიკური გამოვლინებების თანხლებისას პაციენტებს ჩვეულებრივ აღენიშნებათ დისპეფსიური სიმპტომები: დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ღრუს არეში, გულისრევა, წვის შეგრძნება, რეგურგიტაცია, სისავსის შეგრძნება ჭამის შემდეგ.
H. pylori-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების გამოვლენა არის სტანდარტული ინსტრუმენტი ინფექციის ეპიდემიოლოგიის გამოსაკვლევად. ტესტი სასარგებლოა ასიმპტომური ადამიანების სკრინინგისთვის H. Pylori-ით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების მქონე პაციენტების ოჯახებში.
სეროლოგიური ტესტები ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს B ტიპის ქრონიკული გასტრიტის ან კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მიზეზის დადგენისას.
შემდეგი სიმპტომების არსებობისას:
ყველაზე გავრცელებული შემთხვევები, როდესაც ინიშნება კვლევა:
სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
ტესტი Helicobacter Pylori-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულებზე სასარგებლოა მხოლოდ პაციენტის კლინიკურ სიმპტომებთან და სხვა ლაბორატორიულ გამოკვლევებთან ერთად.
დადებითი შედეგი მიუთითებს ან მიმდინარე ინფექციაზე ან ანამნეზში ინფექციის არსებობაზე. ამ მიზეზით, სეროლოგიური ტესტი არ გამოირჩევა დიაგნოსტიკური სიზუსტით იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ინფექცია. ასევე, ტესტის გამოყენება შეუძლებელია მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის, რადგან ანტისხეულები შეიძლება შენარჩუნდეს ინფექციის შემდეგ 3 წლის განმავლობაში.
მწვავე ინფექციის მქონე პაციენტებს, დაავადების ადრეულ სტადიაზე შეიძლება არ აღენიშნებოდეთ IgG ანტისხეულების შესამჩნევი დონე.
არ არსებობს კორელაცია IgG ანტისხეულების ტიტრსა და Helicobacter pylori-ით გამოწვეული გასტრიტის სიმძიმეს შორის.
იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, შედეგები უნდა იქნას ინტერპრეტირებული სიფრთხილით.
https://www.synevo.ro/shop/helicobacter-pylori-anticorpi-igg/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |