ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

განავლის საერთო ანალიზი

ცნობილი როგორც:general analysis of feces
SKU: 722

Original price was: ₾25.00.Current price is: ₾22.50.

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

განავლის საერთო ანალიზი

წარმოადგენს განავლის ფიზიკურ, ქიმიურ და მიკროსკოპულ გამოკვლევას.

განავალი არის საბოლოო პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება საკვების დაშლის რთული ბიოქიმიური პროცესების შედეგად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (GIT) დიაგნოსტიკისა  და თერაპიის ეფექტურობის მონიტორინგისათვის მნიშვნელოვანია ნაწლავის მოძრაობის და შედეგად მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილის შიგთავსის (განავლის) გამოყოფის შეფასება.

განავლის შესწავლით შესაძლებელია კუჭის მჟავაწარმომქმნელი და ფერმენტული ფუნქციის, პანკრეასის ფერმენტული ფუნქციის, ღვიძლის დისფუნქციის, კუჭიდან და ნაწლავებიდან დაჩქარებული ევაკუაციის შეფასება; მალაბსორბციის დიაგნოსტიკა თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში; კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესის, დისბაქტერიოზის, წყლულოვანი, ალერგიული, სპასტიური კოლიტის დიაგნოსტიკა.

განავლის ფერი ძირითადად განპირობებულია პიგმენტი სტერკობილინით. ფერის შეცვლა მრავალი დაავადების მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მახასიათებელია. განავალში არსებული პათოლოგიური მინარევებიდან, შეიძლება გამოვლინდეს ლორწო, სისხლი, ჩირქი, ასევე ჰელმინთები, მათი კვერცხები ან პროტოზოები და ცისტები.

მიკროსკოპული გამოკვლევით განისაზღვრება განავლის ძირითადი ელემენტები: კუნთოვანი ბოჭკოები, მცენარეული ბოჭკოები, ნეიტრალური ცხიმი, ცხიმოვანი მჟავები და მათი მარილები, ლეიკოციტები, ერითროციტები, ნაწლავის ეპითელური უჯრედები, ავთვისებიანი ნეოპლაზმების უჯრედები, აგრეთვე ლორწო, სოკო, პროტოზოა და ჰელმინთის კვერცხები.

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა;
  • მკურნალობის შედეგების შეფასება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

განავლის ფერი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კვების რეჟიმზე. ნორმაში ის მოყავისფროა. პათლოგიების დროს:

  • უფერული, თიხისფერი ან ჩირქოვანი განავალი – სანაღვლე გზების ობსტრუქციის დროს (ობსტრუქციული სიყვითლე);
  • შავი განავალი (მელენა) – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან 100 მლ-ზე მეტი სისხლის დაკარგვის დროს; რკინით ან ბისმუთით მკურნალობისას.
  • წითელი ფერი ყველაზე ხშირად გამოწვეულია უცვლელი სისხლის შერევით მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს.

ლორწო – დამახასიათებელია ანთებითი პროცესებისთვის (დიზენტერია, წყლულოვანი კოლიტი).

ლეიკოციტები ძირითადად შეინიშნება ბაქტერიული ინფექციების დროს. ისინი არ შეინიშნება ვირუსებითა და პარაზიტებით გამოწვეული დიარეის დროს.

ერითროციტები შეიძლება აღინიშნოს ანთებითი პროცესების, ენტერიტების, ამებიაზის, წყლულოვანი კოლიტის, მსხვილი ნაწლავის დაზიანებისა და სიმსივნეების დროს.

ნახევრად მონელებული კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები –მათი დიდი რაოდენობა (კრეატორეა)მიუთითებს პანკრეასის უკმარისობაზე ან კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებაზე.

მოუნელებელი ბოჭკო და სახამებელი (ამილორეა) – დამახასიათებელია წვრილი ნაწლავის დაავადებებისათვის.

განავალში ნეიტრალური ცხიმის გამოვლენა (სტეატორეა) – მიუთითებს პანკრეასის არასაკმარის ლიპოლიზურ ფუნქციაზე; ნეიტრალური ცხიმი და ცხიმოვანი მჟავები დამახასიათებელია ნაღვლის სეკრეციის დარღვევისთვის.

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

საცნობარო მნიშვნელობები

მასალის შეგროვების წესი

განავლის საერთო ანალიზისთვის სპეციალური დიეტური მომზადება საჭირო არ არის — მთავარი მოთხოვნაა ნიმუში იყოს სუფთა, არ შეერიოს შარდი, წყალი ან სხვა ნივთიერებები.

  • ნიმუში უნდა შეგროვდეს სტერილურ ერთჯერად კონტეინერში. დარწმუნდით, რომ კონტეინერი სუფთაა და მჭიდროდ იხურება. არ გამოიყენოთ სხვა ჭურჭელი
  • განავლის მასალა არ უნდა აიღოთ უნიტაზიდან. ამისათვის დეფეკაცია უნდა განცორციელდეს ცალკე სუფთა ჭურჭელში
  • აიღეთ განავლის ნაწილი (მათ შორის ლორწო ან სისხლი, თუ არის)
  • ნიმუში გადაიტანეთ კონტეინერში და მჭიდროდ დაახურეთ სახურავი
  • კონტეინერზე დააწერეთ თარიღი. ნიმუში ლაბორატორიაში უნდა მიიტანოთ არაუგვიანეს 24 საათისა.
  • თუ ნიმუშის მიტანა ლაბორატორიაში მაშინვე ვერ ხერხდება, ის უნდა შეინახოთ მაცივარში

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button