
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾38.00 Original price was: ₾38.00.₾34.20Current price is: ₾34.20.
განავვლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევა მნიშვნელოვანია ნაწლავის პარაზიტების (ჰელმინთები, პროტოზოები) დროულად გამოვლენისთვის. ტესტი უზრუნველყოფს ინფექციის დიაგნოსტიკას და სწორი მკურნალობის დაგეგმვას, რაც აუცილებელია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში
Enterobius vermicularis,ენტერობიოზი ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზია. ენტერობიოზის გამომწვევია თეთრი ფერის წვრილი ჭია Enterobius vermicularis ან Oxyuris vermicularis. ენტერობიუსს მეორენაირად მახვილას უწოდებენ. მისი კვერცხი 4-6 საათში მწიფდება და მასში მოძრავი მატლი ყალიბდება. თუ მომწიფებული კვერცხი ადამიანის პირის ღრუში მოხვდა, იგი ენტერობიოზით დაავადდება. ენტერობიუსი, დაავადებული ადამიანის ნაწლავში ცხოვრობს. გარეთ უმთავრესად ღამით გამოდის და კვერცხებს პერიანალური ხვრელის ირგვლივ არსებულ ნაოჭებში დებს.
Ascaris lumbricoides –ადამიანისთვის დამახასიათებელი ცილინდრული ჭია (ნემატოდი), რომელიც იწვევს ასკარიდოზს.
ასკარიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. მისი გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით. კლინიკური სურათი ასახავს ასკარიდას პარაზიტული ციკლის ეტაპებს, გამოვლინებებით, რომლებიც გამოწვეულია ფილტვის ლარვებითა და წვრილი ნაწლავის მოზრდილი პარაზიტებით:
განავალში პარაზიტოლოგიური გამოკვლევა ტარდება მაშინ, როცა ადამიანს აღენიშნება ნაწლავის ინფექციის სიმპტომები — ხშირი დიარეა, მუცლის ტკივილი, შებერილობა ან გაურკვეველი წონის კლება. ტესტი ასევე რეკომენდებულია პროფილაქტიკურად ბავშვებში, მოგზაურობის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი პარაზიტულ ინფექციაზე
განავლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაცია ეფუძნება პარაზიტების, მათი კვერცხების ან ცისტების აღმოჩენას. დადებითი პასუხი მიუთითებს ინფექციის არსებობაზე და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას, ხოლო უარყოფითი პასუხი ნიშნავს, რომ გამოკვლევის დროს პარაზიტები არ გამოვლინდა, თუმცა სიმპტომების არსებობისას შესაძლოა განმეორებითი ტესტირება იყოს საჭირო
ტესტის ჩატარებამდე, როგორც წესი, სპეციალური მომზადება არ არის საჭირო, თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც არ უნდა ჩატარდეს განავლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევა:
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |