
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
გასტრინის განსაზღვრა შრატში კვლევაა, რომელიც ზომავს ჰორმონ გასტრინის დონეს სისხლში. გასტრინი გამომუშავდება კუჭის ლორწოვან გარსში და ასტიმულირებს მჟავის სეკრეციას.
ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება კუჭის ანტრალური ნაწილის G უჯრედებში. გასტრინი ასტიმულირებს კუჭის წვენის მარილმავის (HCl), პეპსინის და შინაგანი ფაქტორის სეკრეციას და კუჭის ანტრალური ნაწილის მოძრაობას.
გასტრინის განსაზღვრა მნიშვნელოვანია გასტრინომების (ზოლინგერ-ელისონის სინდრომის) დიაგნოსტიკაში. (გასტრინომა გასტრინ-წარმომქმნელი სიმსივნეა, რომელიც ლოკალიზებულია პანკრეასში ან თორმეტგოჯას კედელში).
ზოლინგერ-ელისონის სინდრომთან ასოცირებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები კუჭის მომატებული მჟავიანობით და გასტრო-დუოდენური წყლულოვანი დაავადებით ხასიათდება, რაც ხშირად ასოცირებულია დიარეასთან და სტეატორეასთან (მოუნელებელი ცხიმის გამოყოფა ფეკალურ მასებში). გასტრინის მაჩვენებელი 500-600 პგ/მლ პაციენტში ჰიპერაციდური გასტრიტით, ხშირად მიუთითებს გასტრინომაზე. ზოლინგერ-ელისონის სინდრომით პაციენტების 15-20%-ს ასევე სხვა ენდოკრინული სიმსივნეებიც აღენიშება: პარათირეოიდული ადენომა, ინსულინომები, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები (კუშინგის სინდრომი), ვერნერის სინდრომი (მრავლობითი ენდოკრინული სიმსივნეები ტიპი I).
შრატის გასტრინის ტესტი გამოიყენება ჰიპერგასტრინემიის მიზეზების დასადგენად, განსაკუთრებით გასტრინომის, ატროფიული გასტრიტის და PPI პრეპარატების ეფექტის შეფასებისას.
ბაზალური გასტრინის მაჩვენებელი >1000 პგ/მლ-ზე, გასტრო-დუოდენური წყლულის მქონე პაციენტებში კუჭის მომატებული მჟავიანობით, ადასტურებს ზოლინგერ-ელისონის სინდრომს.
აღინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:
კუჭის კარცინომა
კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება
პერნიციოზული ანემია
კუჭის ანტრალური G უჯრედების ჰიპერპლაზია
ვაგოტომია – კუჭის რეზექციის გარეშე
ჰიპერპარათიროიდიზმი
პილორული ობსტრუქცია
თირკმლის ქრონიკული, ტერმინალური უკმარისობა
აღინიშნება შემდეგი პათოლოგიებისას:
ანტრექტომია ვაგოტომიით
ჰიპოთიროიდიზმი
შრატში გასტრინის ცრუ მატება შესაძლოა აღინიშნოს თუ კვლევა ჩატარდა კვების შემდეგ (არა უზმოზე), თუ პაციენტი ხანდაზმულია, ასევე ინსულინ-რეზისტენტობისა და გასტროსკოპიის შემდგომი მდგომარეობისას. H2 რეცეპტორების ბლოკატორები, სტეროიდები, კალციუმის პრეპარატები ასევე იწვევს გასტრინის დონის ცრუ მატებას.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
