
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00
ტესტი არის სისხლის ანალიზი, რომელიც გამოიყენება გალაქტოზემიის დიაგნოსტიკისთვის — ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, როცა ორგანიზმს არ შეუძლია რძის შაქრის (ლაქტოზის) შემადგენელი გალაქტოზის მეტაბოლიზმი.
გალაქტოზა შაქარია, რომელიც შედის რძის (მათ შორის დედის რძის) შემადგენლობაში.
გალაქტოზემია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც გალაქტოზას მეტაბოლიზმში ნონაწილე ფერმენტების დეფიციტის გამო ირღვევა გალაქტოზის გლუკოზად გარდაქმნის პროცესი, რასაც მოსდევს გალაქტოზის კონცენტრაციის მატება სისხლში.
დაავადება საკმაოდ იშვიათია, მისი 1 შემთხვევა მოდის დაახლოებით 45000 ადამიანზე.
მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება, რადგან გალაქტოზემია სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს ახალშობილებში.
გენეტიკური მეტაბოლური დაავადებების, მათ შორის გალაქტოზემიის სკრინინგი დაავადების დიაგნოსტიკის მიღებული პრაქტიკაა ბევრ ქვეყანაში. სკრინინგისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც ახალშობილის ქუსლიდან მირებული სისხლი, ასევე შარდი. კვლევა ტარდება დაბადებიდან არანაკლებ 24-48 საათში. დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელია გენეტიკური კვლევა მუტაციის და შესაბამისად დაავადების ტიპის იდენტიფიცირებისათვის.
ზრდასრულები გალაქტოზემიის დიაგნოზით განსაკუთრებულ ჩარევას არ საწიროებენ, თუმცა, აუცილებელია პერიოდული ვიზიტი ექიმთან შესაძლო გართულებების დროულად აღმოსაჩენად, როგორიცაა: კატარაქტა, ნევროლოგიური დარღვევევბი (ტრემორი, ატაქსია), ოსტეოპოროზი, ჰორმონული დარღვევები და სხვა.
ახალშობილებში გალაქტოზემიის კლასიკური ნიშნების გამოვლენა იწყება დაბადებიდან რამდენიმე დღეში:
ეს ნიშნები გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
გალაქტოზემიის სამი კლინიკური ტიპი არსებობს:
ტიპი I
კლასიკური გალაქტოზემია ყველზე ხშირი და მძიმედ მიმდინარეა. მას იწვევს GALT გენის მუტაცია. აღნიშნული გენი მონაწილეობს ფერმენტის – გალაქტოზა-1-ფოსფატ ურიდილილ ტრანსფერაზას სინთეზში, რომლის საშუალებითაც გალაქტოზა გარდაიქმნება გლუკოზად და ერთვება ენერგიის წარმოქმნის პროცესში. ფერმენტის დეფიციტისას სწრაფად ხდება გალაქტოზის დაგროვება სისხლში, ალტერნატიული გზით დაშლა და მეტაბოლიტების ტოქსიკური ეფექტების გამოვლენა.
ტიპი II
GALK1 გენის მუტაცია იწვევს ტიპი II გალაქტოზემიის განვითარებას. აღნიშნული გენის მუტაცია იწვევს ფერმენტ გალაქტოკინაზის დეფიციტს, რომელიც მნიშვნელოვანია გალაქტოზის მეტაბოლიზმში. ამ ფორმას ნაკლებად ახასიათებს კლასიკური გალაქტოზემიის სიმპტომები. ტიპურია კატარაქტის ჩამოყალიბება.
ტიპი III
GALE გენის მუტაციის შედეგად, ფერმენტის – გალაქტოზას ეპიმერაზას დეფიციტის შედეგია. გეს ფერმენტი მოდიფიცირებულ გალაქტოზას გარდაქმნის გლუკოზის მოდიფიცირებულ ფორმად. მისი დეფიციტი იწვევს გალაქტოზის აკუმულირებას სისხლში. სიმპტომები სხვადასხვა ხარისხით შეიძლება გამოვლინდეს. მძიმე შემთხვევაში ხშირია ისეთივე გართულებები, როგორიც კლასიკურ გალაქტოზემიას ახასიათებს(განვითარების შეფერხება, კატარაქტა, ღვიძლის და თირკმლის პათოლოგიები).
დუარტეს გალაქტოზემია
GALT გენის მუტაციის შედეგია, ისევე როგორც კლასიკური (ტიპი I) გალაქტოზემიის შემთხვევაში. ამ ფორმის დროს ფერმენტის დეფიციტი ნაკლები ხარისხითაა გამოხატული. დუარტეს გალაქტოზემიის მქონე ადამიანებს მსუბუქი დისკომფორტი აქვთ გამოხატული, რძის და რძის პროდუქტების მიღებისას, თუმცა გართულებები ამ დროს არ ვითარდება. გალაქტოზის გამორიცხვა კვების რაციონიდან აუცილებელი არ არის.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
