ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾95.00
ტერმინი ფრუქტოზამინი ასახავს შრატის ცილის გლიკოზილირებას, ანუ შრატის ცილასთან შრატის გლუკოზის დაკავშირებას, გლუკოზის კონცენტრაციის მატების შედეგად.
ფრუქტოზამინი შრატის თავისუფალი ცილების, განსაკუთრებით ალბუმინის აზოტოვან ჯგუფებთან გლუკოზის არაფერმენტული შეკავშირების (გლიკოზილირების) შედეგია. როდესაც შრატის გლუკოზის დონე მუდმივად მომატებულია, როგორც მაგალითად შაქრიანი დიაბეტის დროს, ადგილი აქვს შრატის ცილების გაძლიერებულ გლიკოზილირებას, რაც ფრუქტოზამინის დონის მომატებასაც იწვევს.
შრატის ფრუქტოზამინის განსაზღვრა გამოიყენება უცნობი გენეზის ჰიპერგლიკემიის (სისხლში გლუკოზის დონის მომატების), დიაბეტის დიაგნოზის დადასტურების და ანტიდიაბეტური მკურნალობის მონიტორინგისათვის.
შრატის ფრუქტოზამინის დონე არ არის დამოკიდებული სტრესზე. ფრუქტოზამინის დონის მატება შესაძლოა ასევე კავშირში იყოს ჰიპერადრენოკორტიიციზმთან -თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბესთან, მაგ: კუშინგის სინდრომის დროს.
როდის ტარდება კვლევა?
გლიკემიის საშუალო მაჩვენებელის შესაფასებლად დროის ხანგრძლივ მონაკვეთში.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
შედეგების ინტერპრეტაცია
ფრუქტოზამინის მაჩვენებელი ასახავს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტის გლიკემიურ მაჩვენებელს ბოლო2-3 კვირის განმავლობაში. მაჩვენებლის მომატება – არასაკმარის კონტროლზე მიუთითებს.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |