ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾42.00 Original price was: ₾42.00.₾37.80Current price is: ₾37.80.
ტესტოსტერონი არის ანდროგენი, რომელიც მამაკაცებში სინთეზირდება სათესლეების ლეიდიგის უჯრედებში, LH–ის (მალუთეინიზირებელი ჰორმონი) ზეგავლენით, ხოლო მცირე ნაწილი წარმოიქმნება ანდროსტენედიონის პერიფერული გარდაქმნით. ქალებში, შრატის ტესტოსტერონის 50%-ზე მეტი იქმნება ანდროსტენდიონის პერიფერიული კონვერტაციის შედეგად, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქსა და საკვერცხეებში სინთეზირდება, ხოლო დანარჩენი ამავე ორგანოებში სეკრეტირდება. ჩვეულებრივ, მოცირკულირე ტესტოსტერონის დაახლოებით 60% დაკავშირებულია სასქესო ჰორმონის შემბოჭველ გლობულინთან, რომელიც ბიოლოგიურად არააქტიურია, ხოლო დარჩენილი რაოდენობა დაკავშირებულია ალბუმინთან (ქსოვილებში ტესტოსტერონი ცილდება ალბუმინს და სწრაფად ვრცელდება ქსოვილებში) და 1-2% ცირკულირებს თავისუფალი ფრაქციის სახით.
მამაკაცებში: სათესლეების ფუნქციის შეფასება კლინიკური მდგომარეობების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო ცილების ცვლილებებთან (სიმსუქნე, ციროზი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება).
ქალებში: ჰირსუტიზმი ან ვირილიზაცია.
თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაცია იზრდება:
თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაცია მცირდება:
ორივე ფრაქცია – თავისუფალი და ალბუმინთან შეკავშირებული – გვხვდება ქსოვილებში და ბიოლოგიურად აქტიურია, ხოლო სასქესო ჰორმონის შემბოჭველ გლობულინi (SHBG) ეფექტურად აფერხებს ტესტოსტერონის მოქმედებას.
ტესტოსტერონის თავისუფალი წილი უფრო მაღალია მამაკაცებში, რაც განპირობებულია ანდროგენების მაინჰიბირებელი მოქმედებით SHBG-ის სინთეზზე.
ქალებში, თავისუფალი ტესტოსტერონის წილი დაბალია SHBG-ის სინთეზის მაღალი დონის გამო, რაც სტიმულირდება ესტროგენებით.
ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია შრატში ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის რაოდენობრივი განსაზღვრა.
მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე მცირდება ჰიპოგონადიზმის დროს. თავისუფალი ტესტოსტერონის დაბალი მაჩვენებლები შეინიშნება ხანდაზმულ მამაკაცებში.
თუ პაციენტი მკურნალობს კორტიზონის ან სხვადასხვა წარმოშობის სტეროიდული პრეპარატებით (ბუნებრივი ან სინთეზური), ტესტოსტერონის მაჩვენებლები ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ.
ქალებში, თავისუფალი ტესტოსტერონის დონე იზრდება ჰირსუტიზმის შემთხვევებში, პოლიკისტოზური საკვერცხეებისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
**** ტესტი – კეთდება კვირაში ერთხელ – პარასკევს
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები