ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾80.00
კორტიზოლის განსაზღვრა 24-საათიან შარდში არის არჩევის მეთოდი კუშინგის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის, რადგან კორტიზოლის შარდით გამოყოფის სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჰორმონის სეკრეციის ყოველდღიური ცვალებადობა. ტესტი იძლევა, ჯანმრთელი და კუშინგის სინდრომით დაავადებული პირების, უფრო ზუსტი დიფერენცირების საშუალებას.
შარდის კორტიზოლი ასახავს შრატში თავისუფალი კორტიზოლის რაოდენობას, რომელიც გაფილტრულია თირკმლებში და კორელირებს კორტიზოლის სეკრეციის სიჩქარესთან.
ჩვეულებრივ, არსებობს პირდაპირი პროპორციული კავშირი შარდის თავისუფალ კორტიზოლსა და შრატის კორტიზოლის ბიოლოგიურად აქტიურ ნაწილს შორის.
თავი აარიდეთ სტრესს შარდის შეგროვების მთელი პროცესის განმავლობაში (24 საათი).
24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე ტესტის დაწყებამდე (1-1,5სთ-ის განმავლობაში).
შარდის თავისუფალი კორტიზოლის გაზრდილი კონცენტრაცია პაციენტში, რომელმაც ადექვატურად შეაგროვა შარდის ნიმუში, საკმარისია კუშინგის სინდრომის დიაგნოსტირებისთვის; ნორმალური შედეგი სავარაუდოდ გამორიცხავს ამ დიაგნოზს.
დიაგნოსტიკური შეზღუდვები
დაბალი მნიშვნელობების მიღება სულაც არ მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაზე.
ორსულობა და ორალური კონტრაცეპტივები დაკავშირებულია კორტიზოლის გაზრდილ ექსკრეციასთან.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები