ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) მალუთეინიზირებელ ჰორმონთან (LH) ერთად განეკუთვნება გონადოტროპული ჰორმონების ოჯახს. ისინი სინთეზირდებიან ჰიპოფიზის წინა წილში, ჰიპოთალამუსისგან გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის ზემოქმედების შედეგად. სისხლში გონადოტროპული ჰორმონების დონე კონტროლდება სასქესო ჰორმონების (ესტროგენი, პროგესტერონი, ტესტოსტერონი და ა.შ.), ჰიპოთალამუსზე უარყოფითი უკუკავშირის ზემოქმედების პრინციპით.
მამაკაცებში: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური დისფუნქციის იდენტიფიცირება (ძირითადად, დიფერენციალური დიაგნოზის დასადგენად სათესლეების პირველადი უკმარისობასა და სტიმულაციის დეფიციტს შორის), გენეტიკური დარღვევები ქრომოსომული აბერაციებით (მაგალითად, კლაინფელტერის სინდრომი), სათესლეების დისფუნქციის დადგენა, ტესტიკულარული ფემინიზაციის სინდრომი.
ქალებში: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური დისფუნქციის გამოვლენა (ძირითადად დიფერენციალური დიაგნოზის დასადგენად საკვერცხის პირველად უკმარისობასა და საკვერცხეების სტიმულირების დეფიციტს შორის), პოლიკისტოზური საკვერცხეები, მენსტრუალური დარღვევები (მათ შორის ამენორეა), მენსტრუალური ციკლის ფაზების დადგენა უნაყოფობის შეფასებისას, მენოპაუზის სინდრომის შეფასება. FSH-ი შეიძლება შემოწმდეს საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის სიმპტომების გამო: არარეგულარული ან არარსებული მენსტრუალური ციკლი, დაორსულების უუნარობა, წამოხურება და ღამის ოფლიანობა, წონის მომატება, ადვილად დაღლა, ხშირი თავის ტკივილი, უძილობა. ტესტის ჩატარება ასევე რეკომენდებულია, საეჭვო უნაყოფობის დროს ორივე სქესში. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება სხვა ტესტებთან ერთად, როგორიცაა LH, ესტროგენი და ტესტოსტერონი.
პირველადი ჰიპოგონადიზმი იწვევს FSH და LH– ის მომატებას.
FSH ასევე იმატებს:
ნორმალური ან დაქვეითებული FSH შეიძლება აღინიშნოს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დროს. ამ მდგომარეობაში, შეიძლება აღინიშნოს ბაზალური LH- ის დონის მომატება და ქრონიკული ანოვულაცია.
დაბალი FSH და LH შეიძლება იყოს ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამური ფუნქციის შემცირების ნიშანი. FSH-ის დაბალი დონე დაკავშირებულია სპერმატოგენეზისა და კვერცხუჯრედების წარმოქმნის შემცირებასთან.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს FSH შედეგებზე: ბრომოკრიპინის, კლომიფენის, ერითროპოეტინის, კეტოკონაზოლის, ლევოდოპას, ნალოქსონის და დიგიტალისის პრეპარატების მიღება ზრდის FSH დონეს.
თავის მხრივ, მედიკამენტები, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ FSH დონე, არის: კორტიკოსტეროიდები, ესტროგენი, პერორალური კონტრაცეპტივები. ამ მედიკამენტების გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონისა (FSH) და მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH) დონეები იზრდება, როდესაც სქესობრივი ჰორმონები არასაკმარისად იწარმოება (ჰიპოგონადიზმი, კლაინფელტერის სინდრომი, ანორექსია, ტესტიკულარული ფემინიზაცია, ალკოჰოლიზმი, კასტრირება, მენოპაუზა). FSH და LH-ის დონე დაბალია ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამური უკმარისობისას, სათესლეების ან თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეები, რაც გავლენას ახდენს ესტროგენების ან ანდროგენების სეკრეციაზე.
მამაკაცებში FSH ასტიმულირებს სპერმატოგენეზს (გონადოტროპული ჰორმონების დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს აზოოსპერმია).
ქალებში, FSH, LH-თან ერთად, ასტიმულირებს ფოლიკულების ზრდასა და მომწიფებას, ასევე ესტროგენების ბიოსინთეზს ფოლიკულის დონეზე. FSH-ის დონე მაქსიმალურია მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში (ოვულაციის ეტაპი), მაგრამ უფრო ნაკლები ზრდით, ვიდრე LH შემთხვევაში; ამ ჰორმონების მომატებული დონე მენსტრუალური ციკლის შუაში, ყოფს მას ორ ფაზად – ფოლიკულურად და ლუთეინურად, თითოეული გრძელდება დაახლოებით 14 დღე.
მასალის აღება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები, ფიზიკური დატვირთვა, თამბაქო. ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეებში (3-5) დღეს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირებისას სასურველია ჰორმონის რამდენიმეჯერ განსაზღვრა ციკლის სხვადასხვა ფაზაში. ტესტის ჩაბარებისას პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი .
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია