Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ფიბრომაქსი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც: Fibromax
SKU: 9211

590.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ტესტი ფიბრომაქსი (FibroMax) კომპანია BioPredictive-ის მიერ შემუშავებული კვლევაა, რომელიც 5 სხვადასხვა არაინვაზიურ ტესტს აერთიანებს: FibroTest, ActiTest, SteatoTest, NashTest და  AshTest.

ტესტი ფიბრომაქსი ეფუძნება ღვიძლის დაზიანების შეფასების ალგორითმს, რომელიც აერთიანებს შრატის  ბიოქიმიური  მარკერების მონაცემებს პაციენტის ასაკთან, სქესთან, წონასთან და სიმაღლესთან:

  1. ალფა-2-მაკროგლობულინი
  2. ჰაპტოგლობინი
  3. აპოლიპოპროტეინი A1
  4. საერთო ბილირუბინი
  5. გამა გლუტამილ ტრანსფერაზაGGT
  6. ლანინ-ამინოტრანსფერაზაALT
  7. ასპარტატ-ამინოტრანსფერაზაAST
  8. სისხლის ბაზალური გლუკოზა
  9. ქოლესტეროლი
  10. ტრიგლიცერიდები

ტესტი ფიბრომაქსი მოიცავს 5 სხვადასხვა კვლევას:

  • ფიბროტესტი ზომავს ფიბროზის ხარისხს (METAVIR სკალის F0-F4 ხარისხი)
  • აქტი-ტესტი ზომავს ნეკროზულ-ანთებით აქტივობას პაციენტებში ქრონიკული B და C ჰეპატიტებით (METAVIR სკალის A0-A3 ხარისხი)
  • სტეატოტესტი აფასებს ღვიძლის სტეატოზს ანუ გაცხიმოვნების ხარისხს, რაც ხშირად ALT და GGT მატების საფუძველია (METAVIR სკალის S0-S3 ხარისხი)
  • NASH-ტესტი აფასებს არაალკოჰოლური სტეატო-ჰეპატიტის ხარისხს გაცხიმოვნების და დისლიპიდემიის მქონე პაციენტებში (Kleiner-ს კლასიფიკაციის სკალის 3 ხარისხი)
  • ASH-ტესტი ზომავს ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების ხარისხს (H0-H3 ხარისხი)

ფიბრო-ტესტი

თავდაპირველად შემუშავებულ იქნა ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვის, თუმცა მოგვიანებით მისი გამოყენება შესაძლებელი გახდა B,D ჰეპატიტების, აივ-ის კოინფექციების, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების და არაალკოჰოლური გაცხიმოვნების დროს მდგომარეობის შესაფასებლად.

 

აქტი-ტესტი

ერთადერთი ვალიდირებული ლაბორატორიული ტესტია ნეკროზულ-ანთებითი აქტივობისთვის და გამოიყენება პაციენტებში ქრონიკული B და C ჰეპატიტით.

 

სტეატო-ტესტი

აფასებს სტეატოზის ხარისხს მაღალი მეტაბოლური რისკის მქონე პაციენტებში: ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში, B და C ჰეპატიტების ქრონიკულ მტარებლებში. სტეატოტესტი აფასებს სტეატოზთან ასოცირებულ კარდიოვასკულური დაავდების რისკს.

 

NASH-ტესტი

(NASH – Non Alcoholic SteatoHepatitis  არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი)

წარმოადგენს ღვიძლის არაალკოჰოლური დაზიანების პროგნოზირების შესაძლებლობას. NASH-ტესტის და ფიბრო ტესტის  კომბინაცია იძლევა ინფორმაციას პაციენტის მეტაბოლური რისკის შესაფასებლად.

 

ASH-ტესტი

(ASH – Alcoholic SteatoHepatitis  ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი)

გამოიყენება მწვავე ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის სადიაგნოსტიკოდ. ღვიძლის ბიოფსიის ალტერნატიულ სადიაგნოსტიკო მეთოდს წარმოადგენს ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში.

 

როდის ტარდება კვლევა?

ფიბროზის მთავარი მიზეზი ქრონიკულად მიმდინარე უჯრედული დაზიანებაა, განსაკუთრებით თუ ამას ერთვის ანთებითი კომპონენტი.

 

  1. B ან C ვირუსული ჰეპატიტი
  2. ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება
  3. ღვიძლის უალკოჰოლო დაავადებები (NAFLDs) სიმსუქნისა და/ან დიაბეტის გამო
  4. აუტოიმუნური დაავადებები,
  5. ნაღვლის სადინარის ბლოკირება
  6. გარკვეული მედიკამენტები
  7. მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევები

 

 

ტესტი ფიბრომაქსი FibroMax უზრუნველყოფს ღვიძლის ფიბროზის ხარისხის შეფასებას ერთი კვლევის ფარგლებში:

  • ღვიძლის გაცხიმოვნებისას (სტეატოტესტი)
  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტისას ( NASH-ტესტი)
  • ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტისას (ASH-ტესტი)

კვლევა წარმოადგენს ღვიძლის ბიოფსიის ალტერნატივას და მისი კლინიკური მნიშვნელობა დადასტურებულია კვლევებით.

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება აუცილებლად უზმოდ!

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

შედეგების ინტერპრეტაცია:

შრატის მარკერების მაჩვენებლების შესაბამისად, გენერირდება ღვიძლის  ფიბროზის ნეკროზულ-ანთებითი აქტივობის, სტეატოზის, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის და ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის მაჩვენებლები.

 

ფიბროტესტი

F0 – ფიბროზის არარსებობა

F1 – პორტული (კარის ვენის) ფიბროზი

F2 – პროგრესირებადი ფიბროზი იშვიათი ძგიდისმაგვარი („ხიდები“) წარმონაქმნებით

F3 – ფიბროზი მრავლობითი  ძგიდისმაგვარი („ხიდები“) წარმონაქმნით

F4 – ციროზი

 

 

 

აქტიტესტი

ნეკროზულ-ანთებითი აქტივობის ხარისხები:

A0 – ნეკროზულ-ანთებითი აქტივობის არარსებობა

A1 – მინიმალური ნეკროზულ-ანთებითი აქტივობა

A2 – ზომიერი ნეკროზულ-ანთებითი აქტივობა

A3 – მძიმე ნეკროზულ-ანთებითი აქტივობა

 

სტეატო-ტესტი

S0 – სტეატოზის/გაცხიმოვნების არარსებობა

S1 – მინიმალური სტეატოზი/გაცხიმოვნება (ღვიძლის უჯრედების <5%-ზე ნაკლები)

S2 – ზომიერი სტეატოზი/გაცხიმოვნება  (ღვიძლის უჯრედების 6-32%)

S3 – მძიმე სტეატოზი/გაცხიმოვნება (ღვიძლის უჯრედების 33-100%)

 

Nash-ტესტი

N0 – არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის არარსებობა

N1 – არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის მოსაზღვრე მდგომარეობა

N2 – არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის არსებობა

 

Ash-ტესტი

H0 – ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის არარსებობა

H1 – მინიმალური ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი

H2 – ზომიერი ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი

H3 – მძიმე ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი

 

ტესტი  ფიბრომაქსი არ არის რეკომენდებული პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ:

  • მწვავე ჰეპატიტი (ახასიათებს ALT-ს დრამატული ზრდა)
  • მწვავე ჰემოლიზი (ქვეითდება ჰაპტოგლობინის დონე)
  • მწვავე ანთებითი მდგომარეობები (იზრდება ალფა-2-მაკროგლობულინის მაჩვენებელი)
  • ღვიძლგარე ქოლესტაზე (სანაღვლე გზების შეგუბება)
  •  ღვიძლის ტრანსპლანტაცია

პაციენტებში მწვავე ჰემოლიზით, ანუ ჟილბერის სინდრომით, საჭირო ხდებახოლმე სპეციალისტის კონსულტაცია, შედეგების ინტერპრეტაციისათვის.

 

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button