Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ესტრადიოლი (E2) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Estradiol (E2)
SKU: 1015

Original price was: ₾38.00.Current price is: ₾34.20.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ესტრადიოლი (E2) არის ბიოლოგიურად ყველაზე აქტიური ესტროგენი. ესტროგენები მონაწილეობენ ქალის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაში და პროგესტერონთან ერთად პასუხისმგებელნი არიან მენსტრუალური ციკლის რეგულირებაზე, ქალის სასქესო ორგანოების განვითარებასა და ორსულობის შენარჩუნებაზე.

ისინი გავლენას ახდენენ კალციუმის მეტაბოლიზმზე და დადებითად მოქმედებენ ძვლის მასაზე. ესტროგენების დაბალი დონის დროს აღინიშნება ძვლის მინერალიზაციის შემცირება, რაც იწვევს ადვილად მოტეხილობებს და პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

მამაკაცებში: უნაყოფობა, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური სისტემის დარღვევები, გინეკომასტია და სათესლე ჯირკვლების სიმსივნე, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზია, ოსტეოპოროზი.

ქალებში: უშვილობა, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური სისტემის დარღვევები, გინეკომასტია და საკვერცხეების სიმსივნეები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზია. ოვულაციის მონიტორინგი სტიმულირების ციკლებში (ინვიტრო ფერტილიზაცია), ოსტეოპოროზი.

ესტრადიოლის მაღალი დონე შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევით, თავის ტკივილით, მუცლის შებერილობით, დაღლილობით, ტკივილით გულმკერდის არეში და გუნება-განწყობის ცვლილებებით.

ესტრადიოლის დაბალი დონე დაკავშირებულია არარეგულარულ ან არარსებულ მენსტრუაციასთან, საშარდე გზების ხშირ ინფექციასთან, სქესობრივი კავშირის დროს ტკივილთან საშოს სიმშრალის გამო, გუნება-განწყობის ცვლასთან, დეპრესიასთან, დაღლილობასთან და ე.წ „ალებთან“.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ესტრადიოლის დონის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ფოლიკულის პერსისტენცია (ჰიპერესტროგენია);
  • საკვერცხის ენდომეტრიოიდული კისტები;
  • ჰორმონმასეკრეტირებელი საკვერცხის სიმსივნე;
  • ესტროგენმასეკრეტირებელი სათესლის სიმსივნე;
  • ღვიძლის ციროზი;
  • ჰიპერთირეოიდიზმი.

ესტრადიოლის დონის კლება შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ქალებში, წონის მნიშვნელოვანი დაკარგვით, ნახშირწყლებით მდიდარი და ნაკლებ ცხიმიანი დიეტა, ვეგეტერიანული კვება, მწეველი ორსულები ადრეულ ვადებზე.
  • ტერნერის სინდრომი;
  • ტესტიკულარული ფემინიზაცია;
  • ჰიპოგონადიზმი;
  • ჰიპერპროლაქტინემია;
  • ჰიპოფიზალური ნანიზმი;
  • ლუთეინური ფაზის ჰორმონების ნაკლებობა;
  • ვირილიზაციის სინდრომი;
  • შინაგანი სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთება;
  • ენდოკრინული გენეზის ორსულობის შეწყვეტის საფრთხე;
  • ქრონიკული პროსტატიტი მამაკაცებში.

 

დამატებითი ინფორმაცია

ესტრადიოლი წარმოიქმნება ძირითადად საკვერცხეების (ფოლიკულების უჯრედები, ყვითელ სხეული) მიერ, მაგრამ მცირე რაოდენობით ასევე წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. ორსულობის დროს, იგი სინთეზირდება ძირითადად პლაცენტის მიერ. ესტრადიოლის სეკრეციას აქვს ორი მწვერვალი მენსტრუალური ციკლის დროს. მისი დონე იზრდება ფოლიკულური ფაზის განმავლობაში და დამოკიდებულია საკვერცხის ფოლიკულის ზრდა-განვითარებაზე. ის იზრდება ოვულაციის მომენტამდე და კვლავ, ყვითელი სხეულის წარმოქმნისას. მენსტრუალური ციკლის ბოლოს, ესტრადიოლისა და ესტროგენის დონე მცირდება.

მამაკაცებში ესტრადიოლს წარმოქმნის სათესლე ჯირკვლები და თირკმელზედა ჯირკვლები. მისი დონე შეიძლება გაიზარდოს შვილოსნობის უნარის დარღვევების, ზოგიერთი სიმსივნის, აგრეთვე მარიხუანას, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების შემთხვევებში (ფენოთიაზინები და სპირონოლაქტონი).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

რეკომენდებულია მასალის აღება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები და ბიოტინის (ვიტამინი B7) შემცველი მედიკამენტების და პროდუქტების მიღება.

პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი (რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის 6-7 დღე) ან ულტრაბგერით განსაზღვრული გესტაციური ასაკი.

ზოგიერთი მედიკამენტი მოქმედებს ესტრადიოლის დონეზე: კლომიფენი, დიაზეპამი ზრდის მაჩვენებლებს; პერორალური კონტრაცეპტივები, მეგესტროლი ამცირებს მის დონეს.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

ნაყოფიერების მონიტორინგისას მიზანშეწონილია რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარდეს რამდენიმე ტესტი ესტრადიოლის ბაზალური დონის და „პიკების“დასადგენად. დაბალი ბაზალური დონე „პიკების“ გარეშე, ან მუდმივად მომატებული ჰორმონის დონე ანოვულაციური ციკლის ნიშანია (ციკლები ოვულაციის გარეშე).

40 წელზე მეტი ასაკის ქალებში ესტრადიოლის დაბალი დონე შეიძლება იყოს ნაადრევი მენოპაუზის ნიშანი, რომელიც ცნობილია პრემენოპაუზის სახელით. ახალგაზრდა ქალებში, ესტრადიოლის დაბალი დონე შეიძლება ასოცირებული იყოს ანორექსიასთან, თირკმელების ქრონიკული დაავადებებთან ან საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობასთან.

ორსულობის დროს ესტრადიოლის უფრო მაღალი დონე ასევე აღინიშნება პლაცენტის მიერ მისი გაზრდილი წარმოების გამო.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button