
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾61.00
ანტისხეულების ტესტი გამოიყენება ინფექციური პროცესის მიმდინარეობის ხანდაზმულობის დასადგენად: მწვავე პროცესია თუ უკვე გადატანილი. ეპშტეინ ბარის ვირუსი ჰერპესვირუსების ოჯახის წარმომადგენელია და იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს, ასევე ასოცირდება გარკვეულ სიმსივნურ დაავადებებთან.
ეპშტეინ ბარის ვირუსი ფართოდ გავრცელებული ლიმფოტროპული ჰერპესვირუსია რომელიც ინფექციურ მონონუკლეოზს, ბერკიტის ლიმფომას, ნაზოფარინგეულ კარცინომას, X-შეჭიდულ ლიმფოპროლიფერაციულ სინდრომს და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს იწვევს.
ინფექციის გადაცემა ხორციელდება დაავადებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით.
ვირუსი მრავლდება პირ-ხახის ეპითელურ უჯრედებში, საიდანაც შემდგომ გამოიყოფა ნერწყვში და ლიმფოციტებში. პირველადი ინფიცირების შემდეგ ვირუსი რჩება ორგანიზმში ლატენტურ მდგომარეობაში მთელი სიცოცხლის მანძილზე.
ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ-ანამნეზურ მონაცემებს და სეროლოგიური კვლევის შედეგებს (ატიპური ლიმფოციტები და ანტისხეულები).
IgM ანტისხეულები ვითრდება პირველადი ინფიცირებიდან დაახლოებით 2 კვირაში. 2-3 თვის მანძილზე IgM ანტისხეულების ტიტრი მცირდება და იმატებს IgG ანტისხეულები, რომლებიც ხშირად გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება.
არსებობს ეპშტეინ ბარის IgG ანტისხეულების ცალკე კლასი, რომლებიც ვითარდება ვირუსის ბირთვული ანტიგენის წინაღმდეგ (Epstein Barr nuclear antigen EBNA). ანტისხეულების ეს ტიპი დაავადების დაწყებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ იწყებს განვითარდებას და რჩება გამოჯანმრთელების შემდეგაც. EBNA- IgG ანტისხეულების გამოვლენა, დანარჩენ ანტისხეულებტან ერთად გამოჯანმრთელების და მწვავე სტადიების ერთმანეთისგან დიფერენცირების საშუალებას გვაძლევს.
პაციენტის მომზადება – არ არის საჭირო
საკვლევი ნიმუში – ვენური სისხლი
Epstein-Barr ვირუსის (EBV) ანტისხეულების ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია დამოკიდებულია იმაზე, რომელი ანტისხეულებია დადებითი ან უარყოფითი. ეს საშუალებას იძლევა განვასხვავოთ ახალი, მიმდინარე და წარსულში გადატანილი ინფექცია.
EBV ანტისხეულების ტესტის ინტერპრეტაცია ეფუძნება IgM, IgG და EBNA-IgG კომბინაციას. IgM მიუთითებს ინფექციის მწვავე ფაზაზე , EBNA-IgG — წარსულში გადატანილზე, ხოლო მათი ერთობლივი შეფასება განსაზღვრავს ინფექციის სტადიას.
ეპშტეინ ბარის ანტისხეულების განსაზღვრა ნაკლებად ინფორმატიულ შედეგებს იძლევა:
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |