ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დელტა-ამინოლევულინის მჟავა (შარდში)

ცნობილი როგორც:დელტა-ამინოლევულინის მჟავა
SKU: 1470

110.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ამინოლევულენის მჟავა

დელტა-ამინოლევულინის მჟავის (δ-ALA, ALA) განსაზღვრა შარდში გამოიყენება ჰემის ბიოსინთეზის დარღვევების, განსაკუთრებით მწვავე პორფირიების დიაგნოსტიკისთვის.

ამინოლევულენის მჟავა არის ჰემის სინთეზის პირველი წინამორბედი, რომელიც წარმოიქმნება ამინოლევულენის მჟავას სინთაზას მოქმედებით. დელტა-ამინოლევულინის მჟავა (ALA) არის გლიცინისა და სუქცინილ-კოენზიმ A-ს კონდენსაციის შედეგი ჰემის სინთეზის საწყის ეტაპზე, რომელიც მიმდინარეობს მიტოქონდრიულ დონეზე.

ამინოლევულენის მჟავის დაგროვება შარდში მიუთითებს ფერმენტული ბლოკის არსებობაზე ჰემის ბიოსინთეზის გზაში.

ტესტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე ხანგამოშვებითი პორფირიისა  და ამინოლევულენის მჟავას დეჰიდრაზა-დეფიციტური პორფიირიის  დიაგნოსტიკაში.

შარდში დელტა-ამინოლევულინის მჟავის (δ -ALA) გამოყოფა შეიძლება გაიზარდოს როგორც ჰემის სინთეზში ჩართული ფერმენტების თანდაყოლილი დეფიციტისას, ასევე შეძენილი ფერმენტული დარღვევების დროსაც (მაგ., ალკოჰოლით , ტყვიით მოწამვლით, ორსულობით გამოწვეული). თუ ფერმენტული აქტივობა დაქვეითებულია, პორფირინები და მათი წინამორბედები გროვდება ქსოვილებში და იწვევს ნეიროვისცერალურ სიმპტომებს (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მიალგია, ჰიპერტენზია, შარდის შეკავება, შფოთვა, უძილობა, ჰალუცინაციები, პარანოია და ზოგჯერ ფსიქოზური ქცევა) და ლაბორატორიულ ცვლილებებს, რომლებიც სპეციფიკურია თითოეული სინდრომისთვის.“

ამინოლევულენის მჟავას და პორფობილინოგენის განსაზღვრა სპეციფიკური ტესტებია მწვავე ხანგამოშვებითი პორფირიის დიაგნოსტიკაში.

ტყვია ასტიმულირებს ფერმენტ ციტოქრომ P450-ის და შესაბამისად ამინოლევულენის მჟავას სინთაზას აქტივობას, რაც ხსნის სისხლსა და შარდში ამინოლევულენის მჟავის დაგროვებას, რომელიც ასოცირდება ტყვიით მოწამვლასთან.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • მწვავე პორფირიები  (მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია, შერეული პორფირია, მემკვიდრული კოპროპორფირია, ამინოლევულენის მჟავას დეჰიდრაზის დეფიციტი)
  • ტყვიით და სხვა მძიმე მეტალებით მწვავე და ქრონიკული მოწამვლა
  • მემკვიდრული თიროზინემია

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდში ამინოლევულენის მჟავის და პორფობილინოგენის კონცენტრაციების  მნიშვნელოვნი  მომატება  აღინიშნება მწვავე შეტევების დროს შერეული პორფირიის, მწვავე ხანგამოშვებითი პორფირიის და ტყვიით  მოწამვლის დროს, მაგრამ არა მემკვიდრული კოპროპორფირიისა და ამინოლევულენის მჟავის -დეჰიდრატაზა-დეფიციტური პორფირიის დროს. მწვავე ეპიზოდის შემდეგ ამინოლევულენის მჟავის დონე შერეული პორფირიის დროს ნორმალიზდება, განსხვავებით მწვავე ხანგამოშვებითი პორფირიისა დამემკვიდრული კოპროპორფირიისაგან.

ამინოლევულენის მჟავის ზომიერი ან მსუბუქი მატება შეიძლება აღინიშნოს ისეთ მდგომარეობების დროს, როგორიცაა: მემკვიდრული მწვავე ღვიძლისმიერი პორფირიის ლატენტური ფაზა,  ტყვიით ქრონიკული მოწამვლის სუბკლინიკური ფორმა, ალკოჰოლის მიღება, ეთანოლით ან მედიკამენტებით ინდუცირებული ღვიძლის დაზიანებები, I ტიპის თიროზინემია, სხვადასხვა ანემიები, გარკვეული ჰალოგენირებული ორგანული ნაერთებით მოწამვლა და ორსულობა.

ამინოლევულენის მჟავის მომატებით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტიკის დროს, პარალელურად უნდა განისაზღვროს ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა: პორფობილინოგენი (PBG), კოპროპორფირინი, პლაზმის პორფირინები, თავისუფალი ერითროციტული პროტოპორფირინი და სხვა.

საჭიროა ამინოლევულენის მჟავის განმეორებითი კვლევა პორფირიების როგორც მწვავე მიმდინარეობისას, ისე დაავადებვის რემისიის დრის, სწორი ინტერპრეტაციისათვის.

ამინოლევულენის მჟავის კონცენტრაციის მომატებას იწვევს მედიკამენტები: ვალპროის მჟავა, ბარბირურატები, კარბამაზეპინი, ქლორპროპამიდი, დანაზოლი, დიკლოფენაკი, ფენილბუტაზონი, გრიზეოფულვინი, მეპრობამატი, პენიცილინი, პრიმიდონი, სულფონამიდები და სხვა

ამინოლევულენის მჟავის კონცენტრაციის შემცირებას იწვევს: ცისპლატინი

 

საცნობარო მნიშვნელობები

პაციენტის მომზადება –საკვლევი მასალის შეგროვების წინა პერიოდში ალკოჰოლის და ზედმეტი სითხის მიღება არ არის რეკომენდებული

სწორი შედეგების მისაღებად სასურველია ნიმუშის შეგროვებამდე  2–4 კვირით ადრე შეწყდეს ნებისმიერი მედიკამენტის მიღება, რომელიც შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს კვლევის მაჩვენებელზე (ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, ანქსიოლიტიკები, ჰორმონული კონტრაცეპტივები და ზოგიერთი ანტიკონვულსანტი)

საკვლევი მასალა: სპონტანური შარდი

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button