Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ციტომეგალოვირუსი (CMV) | ას IgG

ცნობილი როგორც:ციტომეგალოვირუსი
SKU: 2019

Original price was: ₾40.00.Current price is: ₾36.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ციტომეგალოვირუსი (CMV) მიეკუთვნება ვირუსების იმავე ოჯახს, რომელსაც მიეკუთვნებიან ჰერპეს სიმპლექსის და ვარიცელა-ზოსტერის ვირუსები.

ციტომეგალოვირუსი იზოლირებულ იქნა 1956 წელს და სახელწოდება მიენიჭა მისი დამახასიათებელი ციტოპათიური ეფექტის გამო: ვირუსით ინფიცირებული უჯრედები ჰიპერტროფირდებიან და შეიცავენ მოცულობით ეოზინოფილურ ბირთვშიდა ჩანართებს, რომლებიც “ბუს თვალებს” მოგვაგონებენ.

ციტომეგალოვირუსული ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო კლინიკური დაავადება ამ ინფექციის უფრო იშვიათი შედეგია (მოზრდილი მოსახლეობის 80-100%-ს ვლევით უვლინდება ანტისხეულები, კლინიკური ნიშნების არარსებობის ფონზე).

ციტომეგალოვირუსული ინფექცია რჩება საოზგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ პრობლემად, რადგან: ის გადაეცემა ტრანსპლაცენტური გზით ნაყოფს და თანდაყოლილი ვირუსული ინფექციის საფრთხეს ქმნის; ორგანიზმში ვირუსის მუდმივად არსებობა შესაძლებელს ხდის მის რეაქტივაციას და ახდენს იმუნური სისტემის ომპრომეტირებას.

ციტომეგალოვირუსის ერთადერთი ბუნებრივი რეზერვუარი მხოლოდ ადამიანია.  ვირუსი გვხვდება ინფიცირებული ადამიანის შარდში და ნერწყვში, ასევე ვაგინალურ სეკრეტში, სპერმასა და დედის რძეში. ნაყოფი შეიძლება დაინფიცირდეს საშვილოსნოშივე; თუმცა დაინფიცირება  ხშირად ხდება მშობიარობის პროცესში, დაინფიცირებულ ლორწოვანთან ონტაქტისას, ან მშრობიარობის შემდეგ – ახალშობილის ონტაქტით დედის რძესთან. არსებობს იატროგენული (სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებული) გადაცემის გზაც – სისხლის გადასხმის,  ორგანოთა გადანერგვის ან დაინფიცირებული ინსტრუმენტებით მანიპულაციის ჩატარების შემთხვევაში.

პირველადი ინფექცია მოზრდილებში უმეტეს შემთხვევაში ასიმპტომურია; მისი გამოვლენისას კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ფებრილური მდგომარეობა, ინფექციური მონონუკლეოზის სურათი უარყოფითი ჰეტეროფილური ანტისხეულებით, ჰეპატიტი სიყვითლით.

ორსულებში აღინიშნება ციტომეგალოვირუსული ინფექციისადმი მგრძნობელობის მომატება (6-ჯერ მეტად ზრდასრული მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით). ორსული ქალის პირველადი ინფექციის დროს, ნაყოფის ინფიცირების რისკი მაქსიმალურია (50%-მდე). ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში ინფექციის ვერტიკალურ გადაცემას შეიძლება ჰქონდეს, განსაკუთრებით სერიოზული შედეგები (ჰეპატიტი, სიყრუე, მიკროცეფალია). ლატენტური ინფექციის რეაქტივაციის შემთხვევაში (ორსულთა 0,7-0,9%) ნაყოფის ინფექციის რისკი ძალიან დაბალია ან  არ არსებობს.

პოსტტრანსფუზიული სინდრომი ვლინდება სისხლის გადასხმის შემდეგ ცხელებით, ლიმფადენოპათიით, ჰეპატო-სპლენომეგალიით, გამონაყარით და იმუნოპათოლოგიური ცვლილებებით (რევმატოიდული ფაქტორი, ანტიბირთვული ანტისხეულები, ცივი აგლუტინინები, კრიოგლობულინები, დადებითი კუმბსის ტესტი). პაციენტებს აღენიშნებათ ციტომეგალოვირუსული ინფექციისთვის სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის ზრდა, რაც ადასტურებს ციტომეგალოვირუსულ დაავადებას.

IgGორგანიზმში ჩნდება დაინფიცირებიდან 2-3 კვირის შემდეგ, მკაცრად სპეციფიურია პათოგენისთვის, ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მისი დონე არ ასახავს პროცესის აქტივობას. ამ კლასის იმუნოგლობულინების იდენტიფიკაცია საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ორგანიზმის იმუნური მეხსიერების არსებობა ვირუსის მიმართ. ორსულობამდე ამ ანტისხეულების არსებობა მეტყველებს საშვილოსნოსშიდა ინფექციის განვითარების დაბალ რისკზე, ამიტომ გამოკვლევისთვის ყველაზე ოპტიმალური დროა ორსულობის დაგეგმვის პერიოდი. ორსულობის დროს ამ ანტისხეულების გამოვლენა არ გამორიცხავს ორსულობის დროს განვითარებულ პირველად ინფექციას. ამ სიტუაციებში აუცილებელია IgG-ის ავიდურობის განსაზღვრა, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ინფექციის ხანგრძლივობა, ინფექციური პროცესის მწვავე სტადია, რეაქტივაცია ან რეინფექცია. IgG ანტისხეულების დონის მატება მიუთითებს პროცესის აქტიურობაზე და მართვის ტაქტიკის საკითხის (დამატებითი გამოკვლევა, მკურნალობა) გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ეს ტესტი აუცილებელია იმ სიტუაციებში, როდესაც IgM დადებითია, რათა გამოირიცხოს შესაძლო ცრუ დადებითი შედეგები ამ ანტისხეულების გამოვლენისას და იმ სიტუაციებში, როდესაც IgM უარყოფითია ინფექციური პროცესის რეაქტივაციის არარსებობის დასადასტურებლად.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ციტომეგალოვრიუსის საწინააღმდეგო IgG-ზე?

IgG წარმოადგენს ციტომეგალოვირუსისადმი იმუნური მეხსიერების არსებობის მარკერს.

  • ორსულობის დაგეგმვისას, ორსულობის დროს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ინფექციის რისკის შესაფასებლად;
  • ინფექციური პროცესის ეტიოლოგიის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის: მონონუკლეოზის სინდრომის კლინიკა, გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, პნევმონია, ჰეპატიტი, ენცეფალიტი, მენინგოენცეფალიტი, მიელიტი, ნეიროპათია, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, კოლიტი, უვეიტი, რეტინიტი და ა.შ.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საეჭვო შედეგის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ტესტის განმეორება 2 კვირის შემდეგ (IgM-ის და IgG-ის განსაზღვრა)

დადებითი შედეგი:

  • ადასტურებს ვირუსული პროცესის არსებობას ორგანიზმში
  • 2 კვირის მურნალობის  შემდეგ, ვირუსის ზრდის დინამიკა – აქტიური პროცესის დამახასიათებელია

უარყოფითი შედეგი:

  • ვირუსული ინფექცია არ აღინიშნება;
  • პირველადი ინფექციის ადრეული სტადია (2-3 კვირამდე) – რეკომენდებულია დინამიკაში კონტროლი 2 კვირის შემდეგ, IgM-ის განსაზღვრასთან ერთად.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/citomegalovirus-anticorpi-igm/

https://spravochnik.synevo.ua/ru/torch-infekcii/cytomegalovirus.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button