ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾43.00 Original price was: ₾43.00.₾38.70Current price is: ₾38.70.
ციტომეგალოვირუსი (CMV) მიეკუთვნება ვირუსების იმავე ოჯახს, რომელსაც მიეკუთვნებიან ჰერპეს სიმპლექსის და ვარიცელა-ზოსტერის ვირუსები.
ციტომეგალოვირუსი იზოლირებულ იქნა 1956 წელს და სახელწოდება მიენიჭა მისი დამახასიათებელი ციტოპათიური ეფექტის გამო: ვირუსით ინფიცირებული უჯრედები ჰიპერტროფირდებიან და შეიცავენ მოცულობით ეოზინოფილურ ბირთვშიდა ჩანართებს, რომლებიც “ბუს თვალებს” მოგვაგონებენ.
ციტომეგალოვირუსული ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო კლინიკური დაავადება ამ ინფექციის უფრო იშვიათი შედეგია (მოზრდილი მოსახლეობის 80-100%-ს ვლევით უვლინდება ანტისხეულები, კლინიკური ნიშნების არარსებობის ფონზე).
ციტომეგალოვირუსული ინფექცია რჩება საოზგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ პრობლემად, რადგან: ის გადაეცემა ტრანსპლაცენტური გზით ნაყოფს და თანდაყოლილი ვირუსული ინფექციის საფრთხეს ქმნის; ორგანიზმში ვირუსის მუდმივად არსებობა შესაძლებელს ხდის მის რეაქტივაციას და ახდენს იმუნური სისტემის ომპრომეტირებას.
ციტომეგალოვირუსის ერთადერთი ბუნებრივი რეზერვუარი მხოლოდ ადამიანია. ვირუსი გვხვდება ინფიცირებული ადამიანის შარდში და ნერწყვში, ასევე ვაგინალურ სეკრეტში, სპერმასა და დედის რძეში. ნაყოფი შეიძლება დაინფიცირდეს საშვილოსნოშივე; თუმცა დაინფიცირება ხშირად ხდება მშობიარობის პროცესში, დაინფიცირებულ ლორწოვანთან ონტაქტისას, ან მშრობიარობის შემდეგ – ახალშობილის ონტაქტით დედის რძესთან. არსებობს იატროგენული (სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებული) გადაცემის გზაც – სისხლის გადასხმის, ორგანოთა გადანერგვის ან დაინფიცირებული ინსტრუმენტებით მანიპულაციის ჩატარების შემთხვევაში.
პირველადი ინფექცია მოზრდილებში უმეტეს შემთხვევაში ასიმპტომურია; მისი გამოვლენისას კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ფებრილური მდგომარეობა, ინფექციური მონონუკლეოზის სურათი უარყოფითი ჰეტეროფილური ანტისხეულებით, ჰეპატიტი სიყვითლით.
ორსულებში აღინიშნება ციტომეგალოვირუსული ინფექციისადმი მგრძნობელობის მომატება (6-ჯერ მეტად ზრდასრული მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით). ორსული ქალის პირველადი ინფექციის დროს, ნაყოფის ინფიცირების რისკი მაქსიმალურია (50%-მდე). ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში ინფექციის ვერტიკალურ გადაცემას შეიძლება ჰქონდეს, განსაკუთრებით სერიოზული შედეგები (ჰეპატიტი, სიყრუე, მიკროცეფალია). ლატენტური ინფექციის რეაქტივაციის შემთხვევაში (ორსულთა 0,7-0,9%) ნაყოფის ინფექციის რისკი ძალიან დაბალია ან არ არსებობს.
პოსტტრანსფუზიული სინდრომი ვლინდება სისხლის გადასხმის შემდეგ ცხელებით, ლიმფადენოპათიით, ჰეპატო-სპლენომეგალიით, გამონაყარით და იმუნოპათოლოგიური ცვლილებებით (რევმატოიდული ფაქტორი, ანტიბირთვული ანტისხეულები, ცივი აგლუტინინები, კრიოგლობულინები, დადებითი კუმბსის ტესტი). პაციენტებს აღენიშნებათ ციტომეგალოვირუსული ინფექციისთვის სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის ზრდა, რაც ადასტურებს ციტომეგალოვირუსულ დაავადებას.
IgG – ორგანიზმში ჩნდება დაინფიცირებიდან 2-3 კვირის შემდეგ, მკაცრად სპეციფიურია პათოგენისთვის, ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მისი დონე არ ასახავს პროცესის აქტივობას. ამ კლასის იმუნოგლობულინების იდენტიფიკაცია საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ორგანიზმის იმუნური მეხსიერების არსებობა ვირუსის მიმართ. ორსულობამდე ამ ანტისხეულების არსებობა მეტყველებს საშვილოსნოსშიდა ინფექციის განვითარების დაბალ რისკზე, ამიტომ გამოკვლევისთვის ყველაზე ოპტიმალური დროა ორსულობის დაგეგმვის პერიოდი. ორსულობის დროს ამ ანტისხეულების გამოვლენა არ გამორიცხავს ორსულობის დროს განვითარებულ პირველად ინფექციას. ამ სიტუაციებში აუცილებელია IgG-ის ავიდურობის განსაზღვრა, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ინფექციის ხანგრძლივობა, ინფექციური პროცესის მწვავე სტადია, რეაქტივაცია ან რეინფექცია. IgG ანტისხეულების დონის მატება მიუთითებს პროცესის აქტიურობაზე და მართვის ტაქტიკის საკითხის (დამატებითი გამოკვლევა, მკურნალობა) გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ეს ტესტი აუცილებელია იმ სიტუაციებში, როდესაც IgM დადებითია, რათა გამოირიცხოს შესაძლო ცრუ დადებითი შედეგები ამ ანტისხეულების გამოვლენისას და იმ სიტუაციებში, როდესაც IgM უარყოფითია ინფექციური პროცესის რეაქტივაციის არარსებობის დასადასტურებლად.
IgG წარმოადგენს ციტომეგალოვირუსისადმი იმუნური მეხსიერების არსებობის მარკერს.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
საეჭვო შედეგის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ტესტის განმეორება 2 კვირის შემდეგ (IgM-ის და IgG-ის განსაზღვრა)
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
https://www.synevo.ro/shop/citomegalovirus-anticorpi-igm/
https://spravochnik.synevo.ua/ru/torch-infekcii/cytomegalovirus.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია