
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
კვლევა ზომავს სისხლში კრეატინინის კონცენტრაციას. მისი მაჩვენებელი დამოკიდებულია როგორც თირკმელების მიერ სისხლის გაფილტვრის უნარზე, ისე კუნთოვან მასაზე, ასაკზე, სქესსა და ზოგიერთ სხვა ფაქტორზე.
კრეატინინის მაჩვენებლის საფუძველზე ხშირად გამოითვლება გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე (eGFR), რომელიც თირკმელების ფილტრაციულ ფუნქციას უფრო სრულყოფილად აფასებს.
კრეატინინი კუნთებში ენერგეტიკული ცვლის პროცესში კრეატინის დაშლის შედეგად წარმოიქმნილი პროდუქტია. ის სისხლში მუდმივად ხვდება და ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა შარდთან ერთად.
სისხლში კრეატინინის განსაზღვრა თირკმელების ფუნქციის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა.
კრეატინინის განსაზღვრა რეკომენდებულია:
თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად
თირკმლის მწვავე ან ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის
არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმელების მდგომარეობის კონტროლისთვის
თირკმელებისთვის პოტენციურად საზიანო მედიკამენტების გამოყენებისას
ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების შეფასებისას
ზოგიერთი მედიკამენტის დოზის განსაზღვრისას, როდესაც საჭიროა თირკმლის ფუნქციის გათვალისწინება
კრეატინინის მაჩვენებლის მომატება ახასიათებს შემდეგ პათოლოგიებს:
კრეატინინის მაჩვენებლის შემცირება ახასიათებს მდგომარეობებს:
კრეატინინის უფრო მაღალი დონე გვხვდება მამაკაცებში და დიდი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანებში.
კრეატინინის ერთი და იგივე კონცენტრაცია ახალგაზრდებში და ხანდაზმულებში არ ნიშნავს გლომერულური ფილტრაციის ერთსა და იმავე სიჩქარეს (ხანდაზმულებში კრეატინინის კლირენსი (გამოყოფა) მცირდება, მაგრამ ასევე მცირდება კრეატინინის გამომუშავება)
შრატის კრეატინინი თირკმლების ფუნქციის უფრო სპეციფიკური და მგრძნობიარე მაჩვენებელია, ვიდრე შარდოვანა. თუმცა, თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს სასარგებლოა როგორც კრეატინინის, ასევე შრატის შარდოვანას განსაზღვრა (BUN (Blood Urea Nitrogen) – სისხლის შარდოვანას აზოტის პარამეტრთან ერთად), რადგან BUN/კრეატინინის თანაფარდობა (ნორმა – 10-20) უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის თირკმლის ფუნქციის შესახებ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
