Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კოაგულაციის ფაქტორი X

ცნობილი როგორც:სტუარტ-პროვერის ფაქტორი (Stuart-Prower Factor)
SKU: 1397

125.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კოაგულაციის მეათე ფაქტორი K ვიტამინდამოკიდებული გლიკოპროტეინია, რომელიც სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობს. ის გარდაიქმნება აქტიურ ფორმად მე-7 ფაქტორის და კალციუმის მონაწილეობით თრომბოპლასტინთან. ასევე მე-9, მე-8 ფაქტორები, კალციუმი და თრომბოციტული ფაქტორი 3 ააქტივებს მას. მე-10 ფაქტორი ასევე ჩართულია პროთრომბინაზული კომპლექსის წარმოქმნაში,თრომბოციტის  ფოსფოლიპიდურ ზედაპირზე პროთრომბინის თრომბინად გარდაქმნით, კალციუმის და აქტივირებული მე-5 ფაქტორის მონაწილეობით.

კოაგულაციის მე-10 ფაქტორის დეფიციტი შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი ისე შეძენილი. შეძენილი დეფიციტი შესაძლოა უკავშირდებოდეს ანტიკოაგულაციურ თერაპიას, ღვიძლის დაავადებებს, მედიკამენტებს (მაგ: ზოგიერთი ანტიარითმული მედიკამენტი), პარაპროტეინემიას და ამილოიდოზს.

მე-10 ფაქტორის დეფიციტზე ეჭვის მიტანა ხდება მაშინ, როდესაც ვლინდება გადახრა როგორც  პროთრომბინის დროში (PT), ისე  აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროში (aPTT).

მე-10 ფაქტორის დეფიციტის თანდაყოლილი ფორმა, აუტოსომურ რეცესიული გენის მუტაციის შედეგია.

მე-10 ფაქტორის დეფიციტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენა სხვადასხვა ორგანოებში.

 

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

წინასწარი მომზადება

ტესტი ტარდება უზმოზე. კვლევის ჩატარებამდე უნდა შეწყდეს შედედების სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება.

 

როდის ტარდება კვლევა?

კვლევა ტარდება სისხლის შედედების დეფიციტის, სისხლდენებით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტირებისთვის

 

ნორმის მაჩვენებელი

m/w: 70 – 20%

მაჩვენებლის ნორმები სხვადასხვა ლაბორატორიაში შესაძლოა მეტნაკლებად განსხვავდებოდეს.

 

შედედების ფაქტორი 10-ის დეფიციტი ვლინდება შემდეგი პათოლოგიების დროს

 

ამილოიდოზი (პათოლოგიური ცილების სინთეზი ქსოვილებსა და ორგანოებში)

კოაგულაციის თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები (მაგ: სისხლის მასობრივი დაკარგვისას)

დისემინირებული სისხლძარღვთაშიდა შედედება

მალაბსორბცია (განსაკუთრებით ცხიმის ათვისების უკმარისობა)

ჰეპარინიზაცია

ღვიძლის დაავადება

K ვიტამინის დეფიციტი

სისხლის გამათხელებლების ხანგრძლივი მიღება

 

 

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button