ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
კოაგულაციის მეათე ფაქტორი K ვიტამინდამოკიდებული გლიკოპროტეინია, რომელიც სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობს. ის გარდაიქმნება აქტიურ ფორმად მე-7 ფაქტორის და კალციუმის მონაწილეობით თრომბოპლასტინთან. ასევე მე-9, მე-8 ფაქტორები, კალციუმი და თრომბოციტული ფაქტორი 3 ააქტივებს მას. მე-10 ფაქტორი ასევე ჩართულია პროთრომბინაზული კომპლექსის წარმოქმნაში,თრომბოციტის ფოსფოლიპიდურ ზედაპირზე პროთრომბინის თრომბინად გარდაქმნით, კალციუმის და აქტივირებული მე-5 ფაქტორის მონაწილეობით.
კოაგულაციის მე-10 ფაქტორის დეფიციტი შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი ისე შეძენილი. შეძენილი დეფიციტი შესაძლოა უკავშირდებოდეს ანტიკოაგულაციურ თერაპიას, ღვიძლის დაავადებებს, მედიკამენტებს (მაგ: ზოგიერთი ანტიარითმული მედიკამენტი), პარაპროტეინემიას და ამილოიდოზს.
მე-10 ფაქტორის დეფიციტზე ეჭვის მიტანა ხდება მაშინ, როდესაც ვლინდება გადახრა როგორც პროთრომბინის დროში (PT), ისე აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროში (aPTT).
მე-10 ფაქტორის დეფიციტის თანდაყოლილი ფორმა, აუტოსომურ რეცესიული გენის მუტაციის შედეგია.
მე-10 ფაქტორის დეფიციტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენა სხვადასხვა ორგანოებში.
საკვლევი მასალა
ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება
ტესტი ტარდება უზმოზე. კვლევის ჩატარებამდე უნდა შეწყდეს შედედების სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება.
როდის ტარდება კვლევა?
კვლევა ტარდება სისხლის შედედების დეფიციტის, სისხლდენებით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტირებისთვის
ნორმის მაჩვენებელი
m/w: 70 – 20%
მაჩვენებლის ნორმები სხვადასხვა ლაბორატორიაში შესაძლოა მეტნაკლებად განსხვავდებოდეს.
შედედების ფაქტორი 10-ის დეფიციტი ვლინდება შემდეგი პათოლოგიების დროს
ამილოიდოზი (პათოლოგიური ცილების სინთეზი ქსოვილებსა და ორგანოებში)
კოაგულაციის თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები (მაგ: სისხლის მასობრივი დაკარგვისას)
დისემინირებული სისხლძარღვთაშიდა შედედება
მალაბსორბცია (განსაკუთრებით ცხიმის ათვისების უკმარისობა)
ჰეპარინიზაცია
ღვიძლის დაავადება
K ვიტამინის დეფიციტი
სისხლის გამათხელებლების ხანგრძლივი მიღება
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები