
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾100.00 Original price was: ₾100.00.₾90.00Current price is: ₾90.00.
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
ქლამიდია არის გრამუარყოფითი უჯრედშიდა ბაქტერია. გვარი Chlamydia აერთიანებს ოთხ სახეობას: C. trachomatis, C. pneumoniae, C. psitttaci და C. pecorum.
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციები ქალებში იწვევს საშვილოსნოს ყელის, ურეთრის, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ანთებას; მამაკაცებში კი – შარდსადენის, ეპიდიდიმისის და პროსტატის ანთებას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება).
Cl. Trachomatis-ის განსაზღვრა პჯრ-ით (PCR) აღიარებულია პათოგენის გამოვლენის ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიურ მეთოდად, რაც დაავადების ეტიოლოგიური დიაგნოზის დადგენისა და ეტიოტროპული მკურნალობის დანიშვნის საშუალებას იძლევა. პჯრ საიმედოა დიაგნოზის დასადგენად და შედეგის ხარისხობრივ ფორმატში გასაცემად – პათოგენი “გამოვლენილია / არ არის გამოვლენილი”. ამასთან, პჯრ-ით გამომწვევის გამოვლენის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბიოლოგიური მასალის არჩევას.
გონოკოკური ინფექცია (გონორეა) არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიით – Neisseria gonorrhoeae. ევროპაში გონორეა სიხშირით მეორე ადგილზეა (ქლამიდიური ინფექციის შემდეგ), მაგრამ ჭეშმარიტი გავრცელება უცნობია ასიმპტომური ფორმების შედარებით მაღალი პროცენტის გამო. ცნობილია, რომ გონორეას დიაგნოზი 3-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში (ეს ნაწილობრივ განპირობებულია უფრო ნათელი კლინიკური სურათით და დროული დიაგნოსტიკით).
გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივი კონტაქტია, იშვიათ შემთხვევებში გადაცემა შესაძლებელია პირადი ჰიგიენური საშუალებებით და ინტრანატალურად, სამშობიარო არხში გავლისას.
ამჟამად გონოკოკური ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად რჩება მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით (96%-ზე მეტი) N. gonorrhoeae-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.
მამაკაცებში ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:
ქალებში ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:
კვლევა ტარდება ასევე შემდეგ შემთხვევებში:
საკვლევ მასალაში გამოვლენილია Cl. Trachomatis:
Cl. Trachomatis არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.
საკვლევ მასალაში Cl. Trachomatis არ ვლინდება:
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |