Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ქლამიდია ფსიტაკი | ანტისხეულები IgG, IgA, IgM

ცნობილი როგორც:ქლამიდია ფსიტაკი | ას IgG, IgA, IgM
SKU: 1570

470.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

ქლამიდია უჯრედშიდა, პროკარიოტული (უბირთვო,) ერთუჯრედიანი, 0.2-1ნმ ზომის პარაზიტია, რომელიც ხასიათდება როგორც ბაქტერიის, ისე ვირუსის დამახასიათებელი თვისებებით:

ბაქტერიის დამახასიათებელი თვისებები:

  • ასინთეზებს რნმ და დნმ
  • აქვს უჯრედის კედელი
  • გრამ-უარყოფითი ბაქტერიისთვის დამახასიათებელი მემბრანა
  • მგრძნობიარეა ციკლინის ტიპის ანტიბიოტიკებისადმი

 

ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისებები:

  • მრავლდება მხოლოდ ცოცხალ ეუკარიოტულ (ბირთვიან) უჯრედებში
  • არ აქვს ატფ-ის სინთეზის უნარი, ამიტომ მას იღებს მასპინძელი ორგანიზმიდან

კლასიფიკაციით გამოყოფენ ქლამიდიის 4 ოჯახს, რომელთაგანაც ადამიანისთვის პათოგენურობით გამოირჩევა ოჯახი Chlamydiaceae. გამოყოფენ ამ ოჯახის 2 გვარს:

  • გვარი Chlamydia, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია C.trachomatis;
  • Gvari Chlamydophila – C. pneumoniae, C. psittaci, C. cattle, C. abortus და სხვა.

 

ფსიტაკოზი (ასევე ცნობილია როგორც ორნითოზი) – ინფექციაა, რომელსაც C. psittaci იწვევს. ინფექციის ძირითადი წყაროა ფრინველები, განსაკუთრებით თუთიყუში და ასევე შინაური ცხოველები. ინფექციის გადაცემა ადამიანზე ხდება დასნებოვნებული ცხოველის ან ფრინველის რესპირატორული გამონაყოფების და ექსკრემენტების მეშვეობით.  ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია და ამ შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

ფსიტაკოზი პროფესიული დაავადებაა ზოოპარკებსა და ზოო-მაღაზიებში მომუშავე პერსონალისთვის, ფერმერებისთვის.

ფსიტაკოზის (ორნითოზის) ინკუბაციური პერიოდი 5-14 დღეა (ძალიან იშვიათად შესაძლოა თვეზე მეტი გაგრძელდეს).

დაავადების სამი კლინიკური ფორმა ვითარდება:

  • მულტისისტემური (დისემინირებული) ფორმა – ხასიათდება პნევმონიასთან ასოცირებული მენინგიტით ან ენცეფალიტით
  • ფსევდოგრიპის (ფსევდოინფლუენცას) ტიპი – გრიპისტვის დამახასიათებელი მიმდინარეობით – შემცივნებით და ცხელებით ხასიათდება.
  • ფილტვის ფორმა ანუ ატიპური პნევმონია – რესპირატორული ინფექცია, იწყება ცხელებით, შემცივნებით, ხველით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, კუნთების, სახსრების, გულმკერდის და თავის ტკივილით, სუნთქვის უკმარისობით. ობიექტური გამოკვლევების მონაცემები მწირია. დაავადება პროგრესირებს თვეების განმავლობაში.

ფსიტაკოზის დიაგნოზი ისმება ეპიდემიოლოგიური, კლინიკური, რადიოლოგიური და ლაბორატორიული- სეროლოგიური მონაცემების საფუძველზე.

ლაბორატორიული კვლევის ჩატარებისას რეკომენდებულია ორი ნიმუშის გამოკვლევა:  ერთი – აღებული მწვავე ფაზაში. მეორე – 2-3 კვირის ინტერვალით.

პაციენტის მომზადება – უმჯობესია კვლევა ჩატარდეს უზმოდ

საკვლევი მასალა –  ვენური სისხლი

 

რეფერალური ნორმები:

  1. psittaci IgG: <1/16
  2. psittaci IgM: <1/10
  3. psittaci IgA: <1/20

 

შედეგების ინტერპრეტაცია

ფსიტაკოზის სეროლოგიური დიაგნოსტიკა მოითხოვს IgG ანტისხეულების ტიტრის მატებას ან კონვერსიას უარყოფითიდან პოზიტიურზე – მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებს შორის.

IgG ანტისხეულების ნაკლებობა მიუთითებს ბაქტერიული აგენტის საპასუხოდ არასაკმარის იმუნურ პასუხზე.

IgM ანტისხეულების აღმოჩენა როგორც წესი მწვავე პროცესზე მიუთიტებს, თუმცა, IgM ანტისხეულები ხასიათდება ჯვარედინი აქტივობით C. Pneumoniae-თან  და  C. Trachomatis-თან, ამიტომ აუცილებელია სამივე ტიპის ანტისხეულის – IgG, IgM, IgA -განსაზღვრა და მაჩვენებლების ინტერპრეტაცია კლინიკურ მონაცემებთან ერთად დინამიკაში.

ანტისხეულების უარყოფითი მაჩვენებელი არ გამორიცხავს დაავადებას, არამედ შესაძლოა იმუნოდეფიციტზე მიუთითებდეს.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button